2017 წლის „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, პირველი გრან პრის მფლობელი გახდა სააგენტო Clemenger BBDO მელბურნიდან, ვიდეორგოლისთვის – “Meet Graham”. კამპანია ემსახურება საგზაო უსაფრთხოებას და წარმოდგენილია, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომ გადაურჩეს ავტოსაგზაო შემთხვევას. კამპანიამ გრან პრი მოიგო Lions Health-ის ქვეკატეგორიაში – Health & Wellness. მან, ასევე, მოიგო ოქროს ლომი, სამი ვერცხლი და ბრინჯაო. Lions Health-ის მეორე ქვეკატეგორია – Pharma-ში, გრან პრი არავის მიუღია.










