15
Oct
2018

როგორ გადავრჩეთ სარეკლამო ინდუსტრიაში? – Cannes Lions გრან პრის მფლობელი რეკლამის პაროდია

15 Oct 2018

Elit Electronics


მელბურნის რეკლამისა და დიზაინის კლუბის (Melbourne Advertising and Design Club) 1 ნოემბრის დაჯილდოებასთან დაკავშირებით, სახალისო ვიდეორგოლი შეიქმნა. რეკლამა ავსტრალიური BBDO-ს ნამუშევრის “გაიცანით გრეჰემი” (Meet Graham) პაროდიაა, რომელმაც 2017 წელს, კანის ლომების გრან პრი მოიპოვა. ახალი ვიდეოს მთავარი გმირია გრანტი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადარჩეს სარეკლამო ინდუსტრიაში. თუკი გრეჰემს შეუძლია ყველა ავტოსაგზაო შემთხვევას უსაფრთხოდ გადაურჩეს, სქელკანიან გრანტს აქვს უნარი გაფილტროს კლიენტების საწინააღმდეგო მოსაზრებები, გაუძლოს ნებისმიერ პროფესიულ სტრესსა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ დოზას. გრანტს აქვს მოსახსნელი ხერხემალი, კლიენტებთან ეფექტური შეხვედრებისთვის.

 

განხილვა