მეფე ჩარლზ III საკოლექციო ნივთებს სამეფო ელფერს სძენს და შეზღუდული გამოშვების ფუმფულა სათამაშო დათვს უშვებს. ამ ამბავში კი მეფეს ბრიტანული სათამაშოების მწარმოებელი Merrythought დაეხმარა… ჩათვალეთ, რომ 577-დოლარიანი „სათამაშო მონარქია“, რომლის ყიდვაც Highgrove Shop-შია შესაძლებელი — მეფის Gloucestershire-ის მამულში.
დათვის თითოეული დეტალით მეფის იმიჯი და სტატუსია ასახული, ვერცხლის მოჰერისა და რბილი ბამბის ხავერდით არის დამზადებული. არც მუქი ლურჯი თვალებია შემთხვევითი, რომლებიც მეფის ვიზუალის იმიტაციით შეიქმნა. სათამაშოს გარტერის ორდენის ვარსკვლავის რეპლიკა ამშვენებს და Royal Victorian Order-ის ქამრითაც არის შემოსილი, რომელიც, თავის მხრივ, ოქროსფერი დეტალებითაა წარმოდგენილი. მარცხენა თათზე ოქროთი ნაქარგი სამეფო დათვიც სამეფო რეგალიების რეპრეზენტაციას წარმოადგენს.
![]()
თითოეული სათამაშო ინდივიდუალურად არის დანომრილი და ასეთი სულ 1948 ცალი გამოუშვეს — ესეც მეფე ჩარლზის დაბადების წელს აღნიშნავს. დათვი ძვირადღირებულ სასაჩუქრე ყუთშია მოთავსებული და ავთენტურობის სერტიფიკატიც მოჰყვება. თუმცა იდეურად მეფით თამაში გამართლებული რომ არ იქნებოდა, ეს თავადაც კარგად იცოდნენ, ამიტომ დათვი სათამაშოდ კი არა, საკოლექციო ნივთად გაგვაცნეს, რომელიც მკაცრად მხოლოდ მოზარდებისთვის არის გამიზნული.

თუ სამეფო ოჯახის გულშემატკივარი ხართ და უფრო მოკრძალებული ვარიანტი გსურთ, მაშინ მეფის დაბადების დღისთვის გამოშვებული დათვი კარგი ვარიანტი უნდა იყოს. ამ ეტაპისთვის 150 ევრო ღირს, თუმცა ასეთი მხოლოდ 500 შექმნეს და ესეც საკოლექციოდ:
![]()












