in

„ყველაფერს თავისი პასუხი აქვს!“ – „მეგალაბის“ ახალი კამპანია

დაარსებიდან დღემდე, „მეგალაბიმილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მოემსახურა. სადღეღამისო ლაბორატორია, ყოველდღიურად, 18,000-მდე ანალიზს აკეთებს. ესაა ლაბორატორიული ქარხანა, რომელიც 150-ზე მეტ კონტრაქტორ კლინიკასთან და ჰოსპიტალთან თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით. სულ ცოტა ხნის წინ, „მეგალაბმაწამოიწყო კამპანია მთავარი გზავნილითყველაფერს თავისი პასუხი აქვს“. სააგენტო JWT Metro-სთან თანამშრომლობით, შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც ლაბორატორიის მნიშვნელობას განსხვავებულად გვაჩვენებს. სანამ კამპანიის დეტალებზე მოგიყვებით, „მეგალაბისხარისხის სტანდარტებსა და მომსახურებაზე გიამბობთ.

ქეთევან კალანდარიშვილი, „მეგალაბისდირექტორი: „მეგალაბიარის დამოუკიდებელი ლაბორატორიული ქარხანა, რომელიც სრულად ფოკუსირებულია ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტებზე. გარდა მასშტაბისა, „მეგალაბს“ მიღებული აქვს უმაღლესი დონის აკრედიტაცია ჯანდაცვის სფეროში, Joint Commission International (JCI), რაც მას არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით გამოარჩევს. JCI აკრედიტაცია გახლავთ ამერიკული ოქროს სტანდარტი, ჯილდო, რომელიცმეგალაბმახარისხის მაღალი მაჩვენებლის და ჩატარებული კვლევების სიზუსტით დამსახურებით მოიპოვა.

 

M: ქეთევან, რას ვგულისხმობთ, როდესაც JCI აკრედიტაციასა და „მეგალაბის“ ხარისხზე ვსაუბრობთ?

ქეთევან კალანდარიშვილი: „მეგალაბი“ არის მულტიპროფილური ლაბორატორია, სადაც  დღესდღეობით, 600-ზე მეტი დასახელების კვლევა სრულდება.

JCI აკრედიტაციის მიღება არის დასტური, რომ „მეგალაბი“ მოქმედებს სწორედ იმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების სრული დაცვით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია. სწორედ ამ სტანდარტებით ჩატარებული და დანერგილი კვლევები მიუთითებს „მეგალაბის“ ლაბორატორიის კვლევის მაღალ სიზუსტესა და სანდოობაზე. 

ქეთევან კალანდარიშვილი

მნიშვნელოვანია ის აპარტურა, რაც ლაბორატორიაშია განთავსებული. „მეგალაბი“ აღჭურვილია რეგიონში პირველი ციფრული ავტომატიზებული ხაზით და უახლესი თაობის თანამედროვე აპარატურით. ლაბორატორიაში მუდმივ რეჟიმში ხდება საერთაშორისო გაიდლაინებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გადახედვა და დანერგვა. ასევე უმნიშვნელოვანიესია ის მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც როგორც ადგილობრივად, ისე საზღვარგარეთ მუდმივ რეჟიმში გადის გადამზადებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, ეს არის უწყვეტი პროცესი და რეგულარულად მიმდინარეობს. 

აკრედიტაცია მოიცავს, როგორც დიაგნოსტიკურ კომპონენტს, ასევე პაციენტთან მომსახურებას და განსაზღვრავს მომხმარებლის სრულ ციკლს, რომელიც იწყება ლაბორატორიის სივრცეში შემოსვლით და სწორი და სანდო ლაბორატორიული კვლევის შედეგის გაცემით სრულდება.

სტანდარტით დანერგილი პროცედურები, რომელიც ცხადია, მოიცავს ზრუნვას პაციენტის უსაფრთხო მომსახურებაზე, მუდმივად გვაძლევს ბიძგს კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ფორმაში და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს.

M: როგორია სერვისების მრავალფეროვნება „მეგალაბში“? 

ქეთევან კალანდარიშვილიჩვენ ვამაყობთ დანერგილი კვლევების ძალიან ფართო სპექტრი, რაც მომხმარებელს თავიდან არიდებს ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროებას. ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მაშტაბით. აღსანიშნავია რეგიონული დაფარვა, რომელიც თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის გარდა, მოიცავს შემდეგ ქალაქებს: რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და მარნეული. „მეგალაბის“ მომხმარებლებისთვის ბინაზე გამოძახების უფასო სერვისი, დღესდღეობით, ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად პროდუქტად რჩება.

სულ ახალახან, ცენტრალურ ლაბორატორიაში, გავხსენით უნიკალური საბავშვო სივრცე, სადაც ფსიქოლოგების დახმარებით გადამზადებული სპეციალისტები ზრუნავენ, რომ პატარებისთვის ანალიზის ნიმუშის აღება არ იყოს ტრავმული და უსიამოვნო გამოცდილება. კოვიდ პანდემიამ სხვა საჭიროებებიც ნათლად დაგვანახა, რის შედეგადაც მომხმარებლებს მივეცით ანალიზების ავტომობილიდან გადაუსვლელად ჩაბარების შესაძლებლობა. თუ პანდემიის პერიოდში „მეგალაბ დრაივზე“ მხოლოდ PCR კვლევების საჭიროება იკვეთებოდა, დღეს, „მეგალაბი“ 24/7-ზე ნებისმიერი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას სთავაზობს თავის მომხმარებელს.

M: რა იყო „მეგალაბის“ კამპანიის მთავარი მიზანი, რის თქმა გსურდათ მომხმარებლებისთვის?

ინა სიხარულიძე

ინა სიხარულიძე, „მეგალაბის“ კომერციული დირექტორი: ლაბორატორიის როლი ხშირად სათანადოდ არ არის ხოლმე გააზრებული სამედიცინო მომსახურებისას. თუმცა, ძალიან დიდია მისი მნიშვნელობა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის პროცესში. გვსურდა, აუდიტორიასთან სწორედ ამის შესახებ გვესაუბრა, მომხმარებლისთვის გვეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია არამხოლოდ სწორი ექიმის, არამედ სანდო და პროფესიონალი ლაბორატორიის შერჩევა. ამავდროულად, გვინდოდა „მეგალაბის“ ლაბორატორიის მასშტაბურობა და მრავალფეროვნება გადმოგვეცა.

M: რას გულისხმობს კამპანიის მთავარი გზავნილი „ყველაფერს თავისი პასუხი აქვს“?

ინა სიხარულიძე: ეს გზავნილი არის ფილოსოფიურიც და მიწიერიც, რადგან მეგალაბი ყოველდღიურად ათასობით კითხვას სცემს პასუხს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჯანმრთელობა. ჩვენს კარგად ყოფნას განსაზღვრავს ზუსტი პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. გზავნილი ყველაფერს თავისი პასუხი აქვს ამყარებს კავშირს მომხმარებელსა და სამედიცინო პერსონალს შორის, რომელიც სწორედ ამ პასუხების სისწორეზეა პასუხისმგებელი. გარკვეულწილად, ამ ფრაზას CSR კონტექსტიც აქვს, ვინაიდან პასუხები მაშინაც უნდა ვიცოდეთ, როდესაც კარგად ვგრძნობთ თავს და ჯანმრთელი ცხოვრების წესად გვქონდეს პრევენციული შემოწმება. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ქმედებებით ვიღებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვზრუნავთ   ლაბორატორიული კვლევების საჭიროების  ცნობიერების ამაღლებაზე.

M: როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია?

კონსტანტინე გობეჯიშვილი

კონსტანტინე გობეჯიშვილი, „მეგალაბისმარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი:   გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ლაბორატორიულ ინდუსტრიაში მსგავსი სტილის კამპანია არ შეგვხვედრია, გვსურდა განსაკუთრებული რამ შეგვექმნა და სწორედ ამ მიზნით მივმართეთ სააგენტო JWT Metro-. სააგენტოს გუნდმა, პირველ რიგში, ჩაატარა მომხმარებლის კვლევა, გაიგო და გაანალიზა მათი სურვილები და საჭიროებები, რის შემდეგაც  ერთობლივად დავგეგმეთ კამპანიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ამ ნაბიჯით გვინდოდა მომხმარებლებში აგვემაღლებინა ცნობიერება მეგალაბის ლაბორატორიის ხარისხსა და სერვისებზე.

აღნიშნული კამპანიით, პირველ რიგში, ჩვენს თანამშრომლებს ვაგრძნობინეთ, თუ როგორი ძლიერი დასაყრდენი ბოძი არიან იმ პროცესში, როდესაც მომხმარებლის კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას უზრუნველყოფენ და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ „მეგალაბში“ „ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს”.

შემდეგ, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის მარტივი და საინტერესო გზით გვეჩვენებინა, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში ისეთი, რაც ჯაჭვურად კავშირშია შესაბამის კვლევებთან. ავირჩიეთ ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რითაც უამრავი ადამიანი ამოიცნობდა საკუთარ თავს.სამიზნე სეგმენტის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ვიდეორგოლში ნაჩვენებია ყველა ასაკის ადამიანი. აღნიშნული კამპანიით შევეცადეთ ვიზუალური ფაქტორი მაქსიმალურად ბუნებრივად ყოფილიყო გადმოცემული იმისათვის, რომ მომხმარებელთან გვესაუბრა მათთვის გასაგებ ენაზე.

M: როგორ გეგმავთ კამპანიის გაგრძელებას?

კონსტანტინე გობეჯიშვილი: ეს იქნება ინტეგრირებული კომუნიკაცია. კამპანია უკვე განთავსდა სხვადასხვა მედია არხებში, თუმცა აქცენტი ყველა სოციალურ არხზე იქნება განაწილებული. ვიდეორგოლის გარდა, კომპანია Hans & Gruber-ის დახმარებით, აქტივობა გაგრძელდება იმით, რომ არჩეულმა სასაუბრო თემამ არ დაკარგოს აქტუალურობა და ადამიანებს მუდმივად მივაწოდოთ ის ინფორმაცია ჯანმრთელობაზე, რაც მათთვის იქნება მარტივად გასაგები, აღსაქმელი და მისაღები.

[R]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი იმართება – დარეგისტრირდი

სპეციალურად ძაღლებისთვის ავიაკომპანია BARK Air შეიქმნა!