in

„პირველად საქართველოში! შეიძინე ტექნიკა ახლა უკვე კრიპტოვალუტით! მხოლოდ მეგატექნიკაში!“ 

„მეგატექნიკაში“ უკვე შესაძლებელია, საკუთარი კრიპტო საფულიდან, სახლიდან გაუსვლელად შევძლოთ ტექნიკის შეძენა Bitcoin (BTC), Litecoin (LTC), Dash (DASH), Z Cash (ZEC), Bitcoin Gold (BTG), Bitcoin Cash (BCH) კრიპტოვალუტებით. პროდუქტის ზუსტი ღირებულება საუკეთესო კურსით კონვერტირდება, თქვენთვის სასურველ კრიპტოვალუტაში, გადახდა კი, QR კოდის სკანირებით, სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი – CityPay.io პლატფორმის მხარდაჭერით.

კრიპტორევოლუციის პროცესში ტექნოლოგიურ პროგრესზე ფეხის აწყობა ბიზნესებისთვის უკვე აუცილებელი ხდება, სწორედ „მეგატექნიკამ“ მოახერხა პირველმა, საქართველოში ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა საკუთარ „ონლაინ“ მაღაზიაში და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები შესთავაზა“.

კრიპტოვალუტა ფულის ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე ფორმაა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, კრიპტოვალუტას, აქტიურად იყენებს არაერთი ცნობილი კომპანია. სულ ცოტა ხნის წინ, მათ რიცხვს, ილონ მასკის განცხადებით, TESLA-ც შეუერთდა – ამ ბრენდის პროდუქციის ყიდვა ახლა ბიტკოინითაც არის შესაძლებელი.

ამერიკაში, იგივე უკვე Paypal-მაც დააანონსა, სიახლეებს ველოდებით Apple-სგანაც. საქართველოში კი Apple-ის ოფიციალური პროდუქციის კრიპტოვალუტით შეძენა შესაძლებელია „მეგატექნიკას“ „ონლაინ“ მაღაზიაში. გაითვალისწინეთ, რომ „მეგატექნიკა“ ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Samsung, Apple, Hisense, Philips, Electrolux, Acer და სხვა.”

შესაბამისად, თუ თქვენ კრიპტოვალუტის მფლობელი ხართ, უკვე იცით, სად შეგიძლიათ მათი საშუალებით სასურველი საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის შეძენა – ეწვიეთ „მეგატექნიკას“ „ონლაინ“ მაღაზიას.

ტრანზაქციები CityPay.io -ს დაცული საგადახდო არხის მეშვეობით ხორციელდება, შესაბამისად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლებთ, კრიპტოვალუტით, ტექნიკის შეძენას.

 

[R]

როგორია სამსახურის ძიება პანდემიისას? – LinkedIn-ის ვიდეორგოლი

[18+] ქალები და მათი ფორმები ესპანელი ხელოვანის, კარლოტა გერეროს ფოტო-ობიექტივში