in

„მეგატექნიკა“, 25 წლის იუბილეს, ოქროს ბრენდის სახელით ხვდება!

Golden Brand-ის დაჯილდოებაზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში, „მეგატექნიკამ“ N1 „ოქროს ბრენდის“ ტიტული მოიპოვა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს გამარჯვება განვლილი რთული წლის შეჯამებაა, რაც ნიშნავს, რომ მათ წარმატებით გაართვეს თავი პანდემიურ წელიწადს.

ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ისე  საერთაშორისო ბრენდები. მოხარულები ვართ, რომ სწორედ „მეგატექნიკამ“ მიიღო მთავარი ჯილდო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში“.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს წარმატება სწორი სტრატეგიული გათვლების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და მომხმარებლებზე მორგებული სერვისების შედეგია. მათი თმით, ზუსტად ამ მიდგომებით მოახერხეს, პანდემიის პირობებში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობა.

სწორი სტრატეგიული გათვლის შედეგი იყო ის, რომ „მეგატექნიკა“ მომზადებული შეხვდა ვაჭრობის „ონლაინ“ რეჟიმზე გადასვლას. მთელი ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომით, თითოეულ მომხმარებელს შეეძლო, შეუფერხებლად, შეერჩია და შეეძინა საჭირო ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად. აღსანიშნავია, რომ „მეგატექნიკას“ „ონლაინ“ მაღაზია პანდემიამდეც გამართულად მუშაობდა, სრულყოფილ მომსახურებას უწევდა მომხმარებლებს. ამიტომ, არ გაგვჭირვებია გაყიდვების სრულად „ონლაინ“ გადატანა. ვებგვერდზე ჩაშენებული „ლაივქოლერი“ კი ნამდვილად კონკურენტული უპირატესობა იყო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სრულფასოვან „ონლაინ“ კონსულტაციას იღებდა ვებზე უფასო ზარის მეშვეობით“.

კომპანიაში ამბობენ, რომ ასევე სწორი სტრატეგიული გათვლების შედეგად, პანდემიის პერიოდში“, „მეგატექნიკას“ არც პროდუქციის დეფიციტი შექმნია. მომხმარებლის საჭიროების გათვალისწინებით, აქცენტი აუცილებლად საჭირო ტექნიკაზე გაკეთდა, მოხდა ერთი ნაცადი სისტემიდან სრულიად ახალ, კრიზისულ სისტემაზე გადასვლა და რაც მთავარია, სწორი შედეგის მიღება.

ზუსტად ეს არის კრიზისული მენეჯმენტის მაღალ დონეზე ცოდნა და კრიზისის დროს, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. საქართველოში „მეგატექნიკა“ იყო პირველი, ვინც, ღრმა ანალიზების გასაკეთებლად, Power BI პროგრამის სრულყოფილად დანერგვა და გამოყენება დაიწყო“.

„მეგატექნიკა“ ისეთი ბრენდების  ექსკლუზიური და/ან ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Samsung, Hisense, Electrolux, Philips, Simfer, Panasonic, Aux, Scarlett და სხვა. მათი პროდუქციის შეძენა „მეგატექნიკის“ მომხმარებელს კრიპტოვალუტითაც შეუძლია.

სწორედ „მეგატექნიკამ“ მოახერხა, პირველმა საქართველოში, ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა საკუთარ „ონლაინ“ მაღაზიაში და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები შესთავაზა.

ორი ახალი ფილიალის ერთდროულად გახსნაც „მეგატექნიკის“ გუნდის დაუღალავი და ორგანიზებული მუშაობის შედეგია. საქმისადმი სიყვარული და პროფესიონალიზმის გამოვლენა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რის გამოც ჩვენ  2020 წლის N1, „ოქროს ბრენდად“ დაგვასახელეს. ზოგადად გვჯერა, რომ თუ ტექნოლოგიური სიახლეებით, სწორი სტრატეგიული გათვლებით და გუნდური მუშაობით ძლიერია კომპანია, მაშინ ის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და „ოქროს ბრენდის“ თუ სხვა ნებისმიერ ჯილდოსაც დამსახურებულად იღებს.

და კიდევ ერთი – მომხმარებლის გასაგებ ენაზე მოსაუბრე კონსულტანტები „მეგატექნიკას“ ქსელს ნამდვილად გამორჩეულს ხდის და ეს არაერთი გონივრული ტრენინგის თუ ვორკშოპის შედეგია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც მომხმარებლის, ისე დაქირავებული თანამშრომლის კმაყოფილებას. ამიტომ, მომსახურების თვალსაზრისით, მოწინავე პოზიცია გვიჭირავს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე.

ჩვენს მიმართ ლოიალურობას ასევე განაპირობებს მოსალოდნელზე კარგი ფასი ტექნიკაზე. კარგი მომსახურებით და კარგი ფასით კი სწორი არჩევანი მიიღება, რაც ბუნებრივია, დიდი წარმატების საწინდარია“.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, შატო მუხრანში, Global Idea -ს და The FINANCIAL -ის  მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული „ოქროს ბრენდის“ რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ეს არის მთავარი ჯილდო წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები.

 

[R]

მთვარის ზომის ვარსკვლავი მასით მზეს 1.35-ჯერ აღემატება

“მოულოდნელ ადგილებში ვაწყდები ისეთ დეტალებს, რაც შემდგომ შთაგონების წყარო ხდება” – ნინა კინწურაშვილი