in

წვიმით გააქტიურებული მუსიკალური ბილბორდი გინესის მსოფლიო რეკორდებში მოხვდა!

BOG
BOG

Brooke Bond Taj Mahal Tea, ბრიტანეთში დაფუძნებული Lipton-ის საკუთრებაში არსებული ჩაის ბრენდია, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდებში მოხვდა — ყველაზე დიდი ეკოლოგიურად ინტერაქციული ბილბორდისთვის.

Megh Santoor დაახლოებით 45 მეტრის სიგანის ბილბორდია. ის ინდოეთის მუსონურ სეზონთან დაკავშირებით განათავსეს, რომელიც ჩვეულებრივ ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. სიმბოლურ დატვირთვას ფუნქციური დანიშნულებაც რომ შესძენოდა, ბილბორდს საკმაოდ საინტერესო მექანიზმი გაუკეთეს — წვიმის თითოეული წვეთის შეხებისას, სიმები ხმის გამოცემას იწყებს.

„ძალიან ვამაყობთ ამ ბილბორდით, რომლის შექმნასაც თვეები დასჭირდა. ბევრი წარუმატებელი მომენტიც იყო, მაგრამ საბოლოოდ სასურველი შედეგი მივიღეთ. რეალურად, ეს ექსპერიმენტს ჰგავდა, რადგან „ნეტავ რა იქნება“ აზრებით იყო გამსჭვალული. არ ვიცოდით, ზუსტად რა მოხდებოდა, როგორ იმოქმედებდა წვიმა ბილბორდის მექანიზმზე და ა. შ.“, — Ogilvy India-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელები.

„ეძიე დისკომფორტი“ — ფრაზა, რომელიც განვითარებაში გვეხმარება

L’Occitane en Provence-ის საქართველოს წარმომადგენლობას გენერალური მენეჯერი ჰყავს