McDonald’s-ი და სააგენტო TBWA მათი ერთობლივი საზაფხულო კამპანიის მორიგ სარეკლამო ვიდეორგოლს გვთავაზობენ. აქამდე იყო მოხუცი ბაბუს გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია და მშობლებზე გაბუტული პატარა საყვარელი გოგონას ამბავი. ახლა კი, ბრენდი ორი ახალგაზრდას ძალიან თბილი მეგობრობის ისტორიას გვაცნობს. როდესაც ორიდან ერთს უგემრიელესი ჰამბურგერის მჟავე კიტრი დიდად არ იზიდავს, მეორე ყოველთვის მზად არის მეგობრული სამსახური გაუწიოს და მჟავესაც არაჩვეულებრივი ადგილი მოუძებნოს. თუმცა, ხშირად ორის ურთიერთობაში მესამე ჩნდება, ამ შემთხვევაში გოგონა, რომელიც მჟავე კიტრთან ერთად მეგობარსაც აქრობს. თუმცა, ნამდვილი მეგობრობა არ იკარგება, ყოველ შემთხვევაში, McDonald’s-ის რგოლში ნამდვილად ასეა.














