in

ათასი პატარა წვრილმანი – McDonald’s და მეგობრობის არაჩვეულებრივი ისტორია

McDonald’s–ი წარმოგიდგენთ მორიგ არაჩვეულებრივ ემოციურ ვიდეორგოლს, ამჯერად, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები პატარა გოგონასა და ბიჭის მეგობრობის შესახებ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=36&v=-f-E0AS5T_o

 

ხშირად, ყველაფერი თმის მოქაჩვით იწყება. შემდეგ მოდის თამაში, საერთო მოგონებები, პირველი ემოციები, ერთად აღმოჩენილი სამყარო, სკოლისკენ მიმავალი გზა, ნაყინი, ტკივილის გაზიარება და რთულ მომენტებში ერთად ყოფნა, წყენა და მობოდიშება, გვიანობამდე მეცადინეობა, ცხოვრების ახალი ეტაპები და რაც მთავარია, ბოლომდე ერთად ყოფნა.

ამ მომენტებს განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს, სწორედ, ეს მეგობრობა და სიყვარული ხდის. ეს კი  McDonald’s-ის მთავარი ღირებულებებია, რაც მის ვიდეორგოლებში ყოველთვის კარგად ჩანს ხოლმე.

McDonald’s–თან ერთად გაზიარებული ეს თბილი მეგობრობის ისტორია და არაჩვეულებრივი ფონური მუსიკა “Stand by me” გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს.

გააზიარე შთაბეჭდილებები – ინტერნეტი ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში

თუ ნამდვილი მამაკაცი არ ხარ, შენ არ იმსახურებ Tecate-ს! – კამპანია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ