in

ბრენდისა და პატარა ბიჭუნას უჩვეულო მეგობრობის ისტორია

BOG
BOG

ნიუ–იორკი ჯერ კიდევ 1924 წლიდან აღნიშნავს მადლიერების დღეს, მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელ Macy’s–თან ერთად. ბრენდის აღლუმი, რომელიც ქუჩებში 6 საათს გრძელდება დაუვიწყარი სანახაობაა. გიგანტური ფორმის მფრინავ ბუშტებს და არაჩვეულებრივ კოსტიუმირებულ წარმოდგენებს, ყოველწლიურად, NBC–ის პირდაპირი ეთერით, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, რის გამოც მისი ბევრი ფილიალი დაიკეტა, ბრენდმა მაინც გადაწყვიტა ამერიკელებისთვის შეეხსენებინა Macy’s–ს როლი და მნიშვნელობა.

ამბავი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, Macy’s–ის აღლუმზე იწყება. ლურჯთვალება, ჟღალთმიანი პატარა ბიჭი იმედით სავსე მეოცნებე თვალებით უყურებს მის თავზე გიგანტურ, თოვლის ბაბუს ფორმის მფრინავ ბუშტს, რომელიც მოულოდნელად, უღიმის და თვალსაც კი უკრავს. ამის შემდეგ, ნანახით გაბედნიერებული, ამ დღეზე შეყვარებული ბიჭი ყოველ წელს ესწრებოდა აღლუმს და ყოველ ჯერზე ბავშვური მიამიტობით ესალმებოდა თავის მეგობარ მფრინავ თოვლის ბაბუს, ისიც ყოველთვის ღიმილითვე პასუხობდა. უჩვეულო მეგობრობა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ბიჭმა სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა და მას მერეც, რაც დაოჯახდა. შემდეგ შვილებთან ერთად სტუმრობდა აღლუმს, მერე შვილიშვილებთან, პენსიაზე გასული მარტოც მოდიოდა და თბილად ესალმებოდა მეგობარს. თუმცა, ერთ წელსაც მფრინავმა თოვლის ბაბუამ ხალხში, ნაცნობ სახეს ვერ მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა თავად ხლებოდა ძველ მეგობარს, რომელსაც უკვე სიარულის ძალაც კი აღარ ჰქონდა.

 

გარდა იმისა, რომ Macy’s–ის ვიდეორგოლი მართლაც თბილი და გულისამაჩუყებელია, ის ასევე იმ ისტორიას გადმოსცემს, რაც ბრენდს უკვე მრავალი წელია მოსდევს და ხაზს უსვამს მის ერთგულებას.

 მართვის აკადემიის ტრენინგი – საზოგადოებასთან ურთიერთობა- 24 ნოემბრიდან თორნიკე გურულთან ერთად

Google–ის აპლიკაცია, რომლის გამოყენება ჰარი პოტერის შელოცვებითაა შესაძლებელი