იციან, თუ არა ბანკის ოპერატორებმა მეგრული და შესაძლებელია, თუ არა საქართველოში მომსახურების მეგრულ ენაზე მიღება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ნიკა მირზიკაშვილმა, პატარა ექსპერიმენტის საშუალებით სცადა. ონლაინ კონსულტაციის მიღების „მიზნით“, დაუკავშირდა სამი ბანკის ოპერატორს და საკომუნიკაციო ენად მეგრული შეარჩია. ქვემოთ გთავაზობთ ნიკას ექსპერიმენტის შედეგებს:


„ერთი თანამშრომლით ამხელა ორგანიზაციების შეფასება, ალბათ, უსამართლობაა, მაგრამ მაინც ყოჩაღ თიბისი და თიბისიელო თეონა“, – წერს ნიკა მირზიკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.













