15
Jul
2019

აპლიკაცია, რომელიც დაკარგულ ძაღლებს ცხვირის ანაბეჭდით პოულობს

15 Jul 2019

veon
veon


ჩინურმა სტარტაპმა სახის ამოცნობის ტექნოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტს ახალი გამოყენება მოუძებნა – აპლიკაცია Megvii, რომელიც დაკარგული შინაური ცხოველის პოვნაში დაგეხმარებათ. იდეის ფარგლებში, ცხოველების იდენტიფიცირებისთვის მათი ცხვირი შეარჩიეს. ისევე, როგორც თითის ანაბეჭდი – ადამიანისთვის, ცხვირის ანაბეჭდი თითოეული ცხოველისთვისაც უნიკალურია. აპლიკაციის გამოსაყენებლად, ცხვირის სკანირების გზით, Megvii-ში უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი ძაღლი. Megvii-ს ხელოვნური ინტელექტი 15 000 შინაურ ცხოველზე გამოცადეს და ის 95%-იანი აკურატულობით მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას აქვს დაკარგულ ძაღლზე განცადების გავრცელების ფუნქცია, რომლის გააქტიურების შემდეგაც, თქვენს დასახლებაში მცხოვრები და აპლიკაციაში დარეგისტრირებული ადამიანები მის პოვნაში დაგეხმარებიან. თუმცა, ეს აპლიკაციის ერთადერთი ფუნქცია არ არის. სამომავლოდ, Megvii უპასუხისმგებლო პატრონების გაკონტროლებას გეგმავს. პატონების, რომლებიც საკუთარ შინაურ ცხოველს უყურადღებოდ უშვებენ საზოგადოებრივ სივრცეებში.

განხილვა