„მეღვინეობა ხარება“ უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე. კომპანია უწყვეტად აგრძელებს უძველესი ქართული ტრადიციის — ღვინის 8000-წლიან ისტორიას, ზრუნავს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოებაზე. ამასთანავე, აქტიურად ნერგავს და ახორციელებს სიახლეებს სხვადასხვა მიმართულებით.
გამომდინარე იქიდან, რომ „მეღვინეობა ხარება“ მუდმივად ცდილობს კიდევ უფრო მოქნილი და დახვეწილი პროცესებით წარმართოს საქმიანობა და იყოს მორგებული მომხმარებელთა მოთხოვნებზე, კომპანიამ გაააქტიურა ონლაინ მაღაზია, რომელიც სრულად გამართული, მარტივი და კომფორტულია, ადრესატამდე შეკვეთა დროულად და უსაფრთხოდ მიდის.
ონლაინ მაღაზიაში 50-ზე მეტი სახეობის პროდუქციის შეძენას შეძლებთ, კომპანიის ასორტიმენტი 10 პრემიუმ ღვინოს, 7 ადგილწარმოშობის, 10 ქვევრში დავარგებულს, 15-ზე მეტ ჯიშურ და 5 სახეობის საბაზისო ღვინოს მოიცავს. ასევე, კომპანია აწარმოებს ცქრიალა ღვინოს, ღვინის ბრენდს, ჭაჭას, თაფლს, წიპწისა და სელის ზეთს.
15 იანვრის ჩათვლით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით, „მეღვინეობა ხარებას“ სრულ ასორტიმენტზე. ამას გარდა, სისტემატური ხასიათი ექნება სხვადასხვა ტიპის აქციებსა და ფასდაკლებებს სადღესასწაულო დღეებში, როგორც ონლაინ შეძენის შემთხვევაში, ასევე საფირმო მაღაზიებში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „მეღვინეობა ხარება“ ხელს უწყობს საქართველოში ისეთი იშვიათი ქართული ჯიშების გაშენებასა და განვითარებას, როგორიც არის კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, ალადასტური, ოცხანური, საფერე, მცვივანი. ამასთანავე, იმერეთში გაშენებულია ევროპული ვაზის ისეთი ჯიშები, როგორიცაა: რისლინგი, სოვინიონი, შარდონე, ალიგოტე, მუსკატი, პინო, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანკი, მერლო.
#ღვინოსქმნისხარება #შექმნილიგანსაკუთრებულიდღეებისთვის
[R]