გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი, ვცდილობთ არჩევანი საუკეთესოზე გავაკეთოთ და არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროს ეხება ეს – ყოველდღიური ცხოვრება, სამსახური, ავტომობილის მართვა თუ მოგზაურობა. ასევე, უმნიშვნელოვანესია ის, თუ ვის ვირჩევთ მეგზურად, თუმცა რამდენად ხშირად გვახსოვს ეს? სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წამოიწყო SOCAR Georgia Petroleum-მა კამპანია „მეგზურსაც გააჩნია“. ბრენდი გვესაუბრება, რომ მხოლოდ ის ადამიანი კი არ არის მთავარი, ვინც საჭეს უზის, არამედ ისიც, ვინც მას მიჰყვება – ვისაც ზოგჯერ, ვერ ამჩნევენ, მაგრამ განწყობის, გეზისა და წინსვლის ენერგიას გვიზიარებენ.
მიზნის მიღწევისას დაბრკოლებების გადალახვა ხშირად უფრო მომხიბვლელია, ვიდრე საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლა. შენს მეგზურთან ერთად კი, უფრო მარტივად შეძლებ წინააღმდეგობების დაძლევას.
კამპანიის ფარგლებში უკვე მეორე ვიდეორგოლიც გამოვიდა, რომელსაც აქვე გიზიარებთ: