თუ ადრე დამშვიდებას ვინმესთან ჩახუტებით ვცდილობდით, ახლა ამ ქმედებას პანდემიის გამო ვუფრთხილდებით… თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს — მექანიკურ „სუნთქვის ბალიშთან“ ჩახუტებით თქვენ შფოთვა შეგიმსუბუქდებათ.
შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ბალიში ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, როცა იგრძნობთ, როგორ „სუნთქავს“ მოწყობილობა ჩახუტებისას. იმისათვის, რომ სასურველი ეფექტი მიეღოთ და ბალიშთან ჩახუტება ადამიანისას მეტად დამსგავდებოდა, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გულის ცემა და კონკრეტული ხმების დამატებაც ცადეს, თუმცა მათ შორის ყველაზე ეფექტური მაინც სუნთქვა გამოდგა. იგი 129 მოხალისეზეც გამოცადეს და დაადგინეს, რომ ბალიშთან ჩახუტება ადამიანებს მეტად ამშვიდებდა.
ხოლო რადგან რობოტები და სხვა ტექნიკა დღეს ადამიანების მეგობრად მაინც არ მიიჩნევა და, შესაბამისად, ადამიანები არც ეხუტებიან მას, მეცნიერებმა უფრო რბილი ვარიანტი — ბალიში აირჩიეს.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით, როცა მივხვდით, რომ ბალიშთან ჩახუტება იმავე ეფექტს გვაძლევდა ადამიანებში, რასაც მედიტაცია. ამრიგად, ვფიქრობთ, რომ იგი ფართო აუდიტორიას სტრესისა და შფოთვისგან გათავისუფლებაში დაეხმარება“, — გვეუბნებიან კვლევის ავტორები.