in

მეცნიერებმა მექანიკური ხე შექმნეს, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კლაუს ლაკნერმა მექანიკურ ხეები შექმნა, რომლებიც ჰაერისგან ნახშირორჟანგის (CO2)გამოცალკევებას ემსახურება. მან ამის შესახებ Inverse-ის ინტერვიუში ისაუბრა.

ეს ქიმიური ფისით დაფარული დისკოების მაღალი, ვერტიკალური სვეტებია, დაახლოებით 1.5 მ დიამეტრის. დისკოები დაახლოებით 5 სანტიმეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ჰაერის შედინებისას, დისკოების ზედაპირი CO2-ს ისრუტავს. დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ ისინი უკვე სავსეა და ქვემოთ მოთავსებულ კასრში ეშვება. შიგნით წყალსა და ორთქლს ვუშვებთ, რათა ნახშირორჟანგი დახურულ გარემოში გამოთავისუფლდეს”, — განმარტავს ლაკნერმი.

ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში ASU-მ გვამცნო, რომ ლაკნერმა ენერგეტიკის დეპარტამენტისგან $2.5 მილიონი მიიღო, რათა ნახშირორჟანგის გამოცალკევების ტექნიკაზე ემუშავა. ამ დროს იგი სამი ფერმის აშენებას გეგმავდა, რომელიც დღიურად ათას ტონა CO2-ს შთანთქავდა. Inverse-ის ცნობით, ამ ფერმებიდან პირველი მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება.

ლუკასის ინტერვიუდან ისიც იკვეთება, რომ გლობალური დათბობის შემცირებისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიები იდეალურისგან ძალიან შორსაა. მისი თქმით, მექანიკური ხეები სხვა პროექტებთან შედარებით ნაკლებ ენერგიას გამოიყენებს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნახშირბადის შენახვის ტექნიკების დახვეწა მაინც უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს — შენახული ნახშირბადის გამოთავისუფლების შემთხვევაში მომდევნო თაობებს მოუწევთ ბრძოლა. ლაკნერს ენერგიის დეპარტამენტის მიდგომაც ადარდებს.

“ისე იქცევიან, თითქოს ტექნოლოგია უკვე მზად იყოს. მას შემდეგ, რაც საკითხი 30 წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო, ასე მარტივად ვერ ვიტყვით, რომ კომპანიებში ამის გაკეთება იციან, ჩვენ კი მხოლოდ ბიძგის მიცემაღა დაგვრჩენია. Climeworks-ი უდიდესი კომპანიაა, რომელიც პირდაპირ გამოცალკევებას კომერციულად ეწევა და თითო ტონა CO2-ს დაახლოებით 500-1000 დოლარად ყიდის. ეს ძალიან ძვირია”, — აღნიშნავს პროფესორი ლაკნერი.

ამჟამად არსებულ ეკომეგობრულ მეთოდებს, ჯერჯერობით, არაერთი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს. რეალურად, იდეალური არაფერია… ამიტომ, თუკი პრიორიტეტი არა თუ სრულყოფილება, არამედ პროგრესი იქნება, ადრე თუ გვიან, დედამიწის გადასარჩენად უკეთესი ტექნოლოგიების შემუშავებასაც შევძლებთ.

Wi-Fi 7 — ინტერნეტი უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობებით

ბობ დილანმა Sony Music-ს მუსიკალური კატალოგი 200$ მილიონად მიჰყიდა