in

მეცნიერებმა თაგვებში მეხსიერების აღდგენა შეძლეს!

ენის წვერზე მადგას — ალბათ, ერთხელ მაინც გითქვამთ ეს ფრაზა. საკმაოდ დამაბნეველი შეგრძნებაა და გამაღიზიანებელიც კი, როცა რაღაც დეტალს, რომელიც გუშინ მოხდა, ვერ იხსენებთ… განსაკუთრებით ღამით. და რა მოხდება, მეცნიერებმა ამ პრობლემასთან გამკლავება, რომ შეძლონ?

M2
M2

თაგვებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „დავიწყებული“ მოგონებების აღდგენა შესაძლებელია. ამას ტვინის კონკრეტული უჯრედების გააქტიურებით ან იმ წამლებით აპირებენ, რომლებსაც ჩვეულებრივ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) სამკურნალოდ იყენებენ. შესაძლოა, სახიფათოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ არა მაშინ, როცა გაიხსენებთ, როგორ არის მოგონებები ქიმიურად დაშიფრული ტვინის უჯრედებში…

აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, როგორ ზემოქმედებს ძილის ნაკლებობის ხანმოკლე პერიოდები მეხსიერებაზე, ცვლის ცილების დონეს და ტვინის უჯრედების სტრუქტურას. თუმცა მკვლევრები ჯერ კიდევ არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რამდენად უკავშირდებოდა ძილის ნაკლებობა მოგონებების შენახვის, გახსენებისა და დავიწყების საკითხებს. ამიტომ, ახლა ნეირომეცნიერის რობერტ ჰავეკის კითხვას სწორედ ეს წარმოადგენდა. სხვა მკვლევრებთან ერთად, მან ის თაგვები შეისწავლა, რომელთაც 6 საათი არ უძინიათ.

რამდენიმე დღის შემდეგ ცხოველებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთი ობიექტი ახალ პოზიციაში იყო მანამ, სანამ ჰიპოკამპის გარკვეული ნეირონები სინათლის გამოყენებით არ გააქტიურეს. გამოდის, ეს მოგონება დავიწყებული კი არა, უბრალოდ რთულად გასახსენებელი იყო… საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტული ტექნიკა ოპტოგენეტიკის სახელით არის ცნობილი, რისი გამოყენებაც ადამიანებში ჯერ კიდევ შორ მომავალს წარმოადგენს. 

ნაკლებად ინვაზიური მიდგომით კი მკვლევრებმა წამალი „როფლუმილასტი გამოიყენეს, იგი უძილობას მეხსიერების დაკარგვის საშუალებას არ აძლევს. ტესტირების დროსაც თაგვებმა ნანახის გახსენება მარტივად შეძლეს…

მართალია, ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის სფეროში რჩება, მაგრამ გრძელვადიან მიზანს იმის გაგება წარმოადგენს, თუ როგორ ხდება ადამიანებში ინფორმაციის მიღება, შენახვა და გახსენება. ასე, შესაძლოა, ერთ დღეს მეხსიერებადაქვეითებული ადამიანების დახმარებაც შეძლონ…

რა არის ქრონიკული გაღიზიანება და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?

Content ID: როგორ მუშაობს Youtube-ის აღმომჩენი სისტემა