22
May
2017

მელანომა ავტომობილებზე?! – სამხრეთ აფრიკის სიმსივნის ცენტრის კამპანია

22 May 2017

კობი
კობი


ზაფხული ახლოვდება და გარუჯვის სეზონიც სულ მალე აქტიურ ფაზაში შევა. სამწუხაროდ, ამ დროს, კანის ფერის ცვლილებასთან ერთად, მატულობს იმ სახიფათო დაავადების გაჩენის ალბათობაც, რასაც მელანომა წარმოადგენს. ამ დროს ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მისი აღმოჩენა თუ კონტროლი კრიტიკულ მომენტამდე არ ხდება. ფაქტია, რომ დღევანდელ დროში ადამიანები თავიანთ ძვირადღირებულ ავტომობილებზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე საკუთარ კანზე. სწორედ ამიტომ, სამხრეთ აფრიკის სიმსივნის ცენტრმა CANSA გადაწყვიტა მელანომასთან საბრძოლველად ავტომობილები გამოეყენებინა. კამპანიის იდეა ძალიან მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სანაპირო ზოლთან რუჯის მისაღებად მოსული ადამიანების ავტომობილებს პატარა ლაქის მსგავსი სტიკერები მიაკრეს. გარუჯულმა და თან შეშინებულმა ავტომფლობელებმა სტიკერის მეორე მხარეს ის მნიშვნელოვანი გზავნილი აღმოაჩინეს, რაც CANSA-ს კამპანიის მთავარი ჩანაფიქრი იყო, – მარტივი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რუჯის უსაფრთხოდ მიღება და მელანომის თავიდან აცილება. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სანაპირო ზოლზევე უზრუნველყო მსურველთა შემოწმება ამ დაავადებაზე.

 

განხილვა