23
Jan
2019

მელი ბაღდავაძე ნიუ-იორკის რეკლამის ფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს

23 Jan 2019

პროდიუსერი მელი ბაღდავაძე ნიუ-იორკის რეკლამის ფესტივალზე (NYF Advertising Awards) ჟიურის წევრად მიიწვიეს. მელი ნამუშევრებს კატეგორიაში FILM CRAFT შეაფასებს. მასთან ერთად, ჟიურიში მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის 400-ზე მეტი წარმომადგენელი იქნება. 50 ქვეყნიდან შემოსულ ნამუშევრებს ჟიურის წევრები და მრჩეველთა გუნდი მარტის ბოლოს შეაფასებენ.

მელი ბაღდავაძე: “არაჩვეულებრივი წინსვლაა – ჟიური ვარ არა საქართვლოში, არა ევროპაში, არამედ – სრულიად სხვა კონტინენტზე. მათი პირველი შემოთავაზება მე და ჩემს მეილს სპამი გვეგონა. ერთი თვის შემდეგ ისევ მომწერეს, ვწუხვართ, რომ ვერ დაგაინტერესეთ ჩვენითო.  New York Advertising Festival-ის შეფასების პროცესი მარტის ბოლოს გაიმართება. მე წარმოვადგენ Grand Jury-ის Film Craft-ის კატეგორიაში, რომელიც თვითონ შემომთავაზეს, ჩემი პორტფოლიოს ნახვის შემდეგ.”

“10 წელი რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში, 6 – მედია ფროდაქშენში. ამჟამად, სხვადასხვა ქართულ სააგენტოებთან მუშაობს. ამ დროისთვის ასზე მეტ რეკლამაზე აქვს ნამუშევარი. მას აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდო, სარეკლამო სფეროში, სხვანაირად ჩვენს ჟიურიში ვერ მოხვდებოდა. ასევე, მელი არის კანის ახალგაზრდული კრეატიული კონკურსის ორგანიზატორი საქართველოში. მას შეუძლია ხუთ ენაზე სიცილი” – ასე ახასიათებენ მელი ბაღდავაძეს ფესტივალის ვებგვერდზე.

 

განხილვა