in

CSR კონკურსი Meliora დაიწყო

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო – Meliora გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც, ამ სფეროში, მნიშვნელოვან პროექტებსა და ინიციატივებს ახორციელებენ. კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს.

ბიზნეს კომპანიები, 2018-2019 წელს განხორციელებული CSR პროექტებს, 6 ძირითად კატეგორიაში წარადგენენ:

  • მწვანე ინიციატივა;
  • პასუხისმგებელი დამსაქმებელი;
  • კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე;
  • საზოგადოების მხარდაჭერა;
  • სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა;
  • CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;

კონკურსს აქვს 3 სპეციალური კატეგორიაც:

  • წლის CSR მენეჯერი;
  • შემოქმედებითი CSR;
  • ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა

Meliora-ს სპეციალური კატეგორიის „შემოქმედებითი CSR“ მხარდამჭერია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG). „ნარჩენების მართვის“ კატეგორიას კი USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II) უჭერს მხარს, რომელსაც CENN ახორციელებს.

ნომინანტებს, ორგანიზატორების თქმით, წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. საუკეთესო CSR ინიციატივებს კი, სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით გამოავლენს.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის უმაღლესი ჯილდო (გრან-პრი) „წლის პასუხისმგებელი ბიზნესის“ წოდება მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ცალ-ცალკე მიენიჭება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 სექტემბერი.  გამარჯვებულებს კი, ოფიციალურად, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაასახელებენ.

CSR-ის საუკეთესო ინიციატივების კონკურსს, Meliora, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს მეორედ ატარებს.

Coca-Cola ალკოჰოლურ სასმელს უშვებს

რა ხდება მაშინ, როცა სამშენებლო ტექნიკა უმოქმედოდაა?