in

„მელიორას“ პირველი მაღაზია და საახალწლო ფასდაკლება

ქართული ბრენდი „მელიორა“, ბაზარზე, რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. აქამდე მხოლოდ „ონლაინ“ სივრცეში არსებობდა. ამიერიდან კი, ფალიაშვილის #73-ში, დიზაინერ ნანუკა გოცაძის შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ავეჯის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თანაც, ბრენდი, 31 დეკემბრის 19:00მდე, მომხმარებლებს, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. გარდა ამისა,  ვინც ამ პერიოდში რაიმეს შეიძენს, დამატებით, „მელიორას​​“ ერთ-ერთ აქსესუარს, ბრენდირებულ ხელჩანთასაც მიიღებს საჩუქრად.

მელიორას“ თანადამფუძნებელი და დიზაინერი ნანუკა გოცაძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი თავიდანვე იყო შეექმნათ ქართული ბრენდი, სრულიად ახალი ხელწერით. თანაც უნდა ყოფილიყო ლაღი და თავისუფალი.

„მოდელების უმრავლესობა „უნისექსი“ და one size-ია. ზუსტად, ეს გამოხატავს ჩვენს ხედვას თავისუფლების მიმართ. „მელიორასთვის“ ყველა თანასწორია მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიური მრწამსისა და ა.შ.  ყველაფერს იმ ადამიანებისთვის ვქმნით, ვინც აფასებს თავისუფლებას“.

ბრენდის თანადამფუძნებელი თინათინ იაშვილი ფიქრობს, რომ დღეს, მთავარი არის კომფორტი, თუმცა, მასზე მორგებული ელემენტები ვიზუალთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.

„როდესაც ნანუკა გავიცანი, მივხვდი, ზუსტად ისეთი პროდუქტის შექმნა შეგვეძლო, მუდმივად რომ მაკლდა ქართულ ბაზარზე – საუკეთესო ხარისხის და ძალიან მოსახერხებელი. დღევანდელი რიტმი და ცხოვრების სტილი ძალიან სწრაფი და მოძრავია, პირველ ადგილზე გადმოდის კომფორტის ელემენტი, რომელიც არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ვიზუალთან. ხარისხი, კომფორტი და ვიზუალი – ამ სამ რამეზე დგას ჩვენი ყველა ნივთი“.

როგორც „მელიორას“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი ამბობს, ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, მათი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავეჯის ხაზი.

„ გარდა ამისა, დაკვეთით, ვქმნით ინტერიერის დიზაინსაც. გვაქვს ნაძვის ხის სათამაშოები და სხვა უამრავი საინტერესო აქსესუარი. ჩვენს მაღაზიაში ყველაფერი, კედლებიც კი ჩვენი შექმნილია და ეს ყველაფერი იყიდება. კედლის დიზაინიც კი“.

[R]

ექიმები ხალათების გარეშე – თოდუას კლინიკის კამპანია #მეექიმივარ

ნამდვილი საახალწლო ფასდაკლება „კენარში“!