in

მიმები, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ახალი მიმართულება

2024 – მიმების წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ის პოპულარობით სარგებლობს, ბოლო 12 თვის განმავლობაში მან საბოლოოდ დაიმკვიდრა ყველაზე ვირუსული ინტერნეტსატირის სტატუსი, რომელიც გასართობ ფორმატში ეხმიანება რეალურ მოვლენებს.

მარკეტერები ამ პროცესებს აკვირდებიან და, შეიძლება ითქვას, ორ ჯგუფად იყოფიან: კარგად გამოიკვლიონ მიმების შექმნა, მათი შემქმნელები და თაყვანისმცემლები, რათა გამოიყენონ ეს კვლევა სათავისოდ, თუ უბრალოდ შორს დაიჭირონ თავი მიმებისგან და არ მიაქციონ მათ არანაირი ყურადღება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეორე ვარიანტი რისკზე წასვლას ნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ მიმების დინამიკას. მათზე ახლა საკმაოდ მაღალი ფსონები იდება, რადგან სოციალურ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და აქტუალურ კონტენტს წარმოადგენს და თუკი ვინმე რომელიმე მიმს არასწორად გამოეხმაურება ან გამოიყენებს, მომხმარებლებისგან დადებით შეფასებას ნამდვილად ვერ მიიღებს.

მიმები თანამედროვე აუდიტორიის ენაა. მისი დახმარებით ვაგზავნით მესიჯს, ვაზიარებთ იდეას და ვქმნით მნიშვნელობის მქონე შინაარსს. ზოგიერთი გამოცდილი მარკეტერი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ დღეს ჩვენ არ ვქმნით კამპანიებს, რომლებშიც მიმებია გამოყენებული, ჩვენი კონტენტი უბრალოდ არარელევანტური იქნება. ამის მაგალითია ადიდასის, ნეტფლიქსისა და ტიკ-ტოკის მიერ გავრცელებული ტენდენციები, რომლებიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ დღეს ინტერნეტკულტურა, ფაქტობრივად, ყველაფერი დანარჩენის ჩამომყალიბებელია.

რას აკეთებენ სწორად ასეთი მარკეტერები? იქნება ეს სლოგანი, გამონათქვამი, ფაქტი თუ მოვლენა, ცდილობენ, ყველაფრის მიმიფიკაცია მოახდინონ. ისინი ამუშავებენ ამ ამბებს თავიანთი კამპანიების დნმ-ში, რათა უზრუნველყონ მათი რეზონანსი მსოფლიოში, იმ აუდიტორიაზე გათვლით, რომლისთვისაც მიმები აქტუალურია.

რომ შევაჯამოთ, მიმების მარკეტინგი არის პროცესებისა და სტრატეგიების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება კონკრეტული პროდუქტის, ბრენდის ან ბრენდის ნარატივის პოპულარიზაციისთვის. მისი მთავარი იარაღი იუმორია. მას აქვს მაღალი გაზიარების კოეფიციენტი, არ სჭირდება დიდი ძალისხმევა და ბიუჯეტი მოსამზადებლად, რაც მას შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცევს ციფრული მარკეტინგის სამყაროში.

მექსიკური სამზარეულოს შთაგონებით შექმნილი ამერიკული ბრენდი – Taco Bell

2024/25 წლის 10 ტრენდი შეფუთვის დიზაინში — Pentawards