in ,

Memento – კედლის საათების ქართული ბრენდი !

Memento არის კედლის საათების ქართული ბრენდი, რომელიც სხვადასხვა ფერის, ფორმისა და დიზაინის საათებზე მუშაობს. საათების მზადების პროცესზე, იდეაზე, დამკვეთებსა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი Memento-ს წარმომადგენელს ესაუბრა.

BMWM: მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ ? რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროთი დაინტერესება ?

“Memento” არის კრეატიული და ექსკლუზიური დიზაინის კედლის საათები. ჩვენ მყიდველებს ვთავაზობთ თავად შეარჩიონ საათის ფერი, ზომა და ფორმა. საუკეთესოა საჩუქარი რომელიც შენთვის არის შექმნილი, მაგალითად ახლახანს შეუკვეთა მეუღლემ საათი ქმრისთვის, რომელსაც ყავს BMW Z3 M. დიზაინის შერჩევაში უშუალოდ მონაწილეობდა დამკვეთი და მისი ყველა შენიშვნა, რჩევა და იდეაა გათვალისწინებული. კერძო პირების გარდა საათებს გვიკვეთავენ იურიდიული პირებიც, რომლებსაც სურთ თავიანთი ლოგოს ან სხვა მახასიათებელი ნიშნის მქონე საათების დამზადება ოფისისთვის, მაღაზიისთვის, ბარებისთვის… გარდა ექსკლუზიურებისა გვაქვს სტანდარტული დიზაინის საათები, რომლის შეკვეთაც შეუძლიათ ასევე სასურველი ფერით და ზომით.

პროექტის იდეა გაჩნდა st-ART-up მარათონზე, რომლის ორგანიზატორიც იყო “GITA”. ღონისძიება ითვალისწინებდა ინოვაციური და კრეატიული პროდუქტის შექმნას. პროექტის პირველი ეტაპი ორ დღიანი იყო და ჩვენ უკვე მეორე დღეს შევძელით ჩვენი პირველი საათის შექმნა, რომელზეც დატანილია თბილისის ღირშესანიშნაობები.

TbilisiM: რამდენად მოთხოვნადია და ვინ არიან თქვენი დამკვეთები ? 

პროდუქტის და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე მოთხოვნა არის. დამკვეთები, ძირითადად ქალბატონები არიან, რომლებიც ცდილობენ რამე გამორჩეული, ლამაზი და მაქსიმალურად მათ გემოვნებაზე მორგებული ჰქონდეთ სახლში. ასევე ისეთი ადამიანები, რომლებსაც უყვართ გემოვნებიანი და მოულოდნელი საჩუქრების გაკეთება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს – აქ კონკრეტული სფეროს დასახელება რთულია.

M: რაც შეეხება დამზადების პროცესს ?

დამზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რადგან დამკვეთის ყველა სიტყვას ვითვალისწინებთ და უკვე გამზადებულ ვარიანტებსაც ვასწორებთ ან სრულიად ვცვლით. ამას სიამოვნებით ვაკეთებთ, რადგან მთავარია მყიდველის წარმოსახვას და გემოვნებას მოერგოს ჩვენი საათები.

birds

M: დაინტერესების შემთხვევაში როგორ უნდა დაგიკავშირდნენ ? 

რამდენიმე გზით შეუძლიათ დაკავშირება, მაგრამ სასურველია Facebook-ზე შემოგვიერთდნენ და პირად შეტყობინებებში მოგვწერონ – FB.com/MementoGeorgia . იქვე ნახავენ სხვა დამატებით საკონტაქტო ინფორმაციას.

paris_clock

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ? 

სამომავლოდ გვსურს ჩვენი საათები განვათავსოთ ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექტნიკის მაღაზიებში. კიდევ ვაპირებთ, რომ საათების გარდა სხვა პროდუქტიც შევთავაზოთ მომხმარებლებს, ისიც კრეატიული, ექსკლუზიური და მათ გემოვნებაზე მორგებული.



Marketing Kingdom Georgia 3 Will Take Place From 28-29 September

რა ტიპის ხმაური აწუხებს თბილისის მოსახლეობას ? – ACT კვლევა