in ,

Memo Gifts – სამკაული, რომლის შექმნაც შენი დიზაინით შეგიძლია

Startauperi
Startauperi

დასამახსოვრებელი საჩუქარი არასოდეს კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით კი ისეთი, რომელიც ჩვენი ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის დიზაინით არის შექმნილი. Memo Gifts-მა შექმნა სერვისი, სადაც შეგიძლიათ დაამზადოთ ასეთი საჩუქარი და თქვენი ან თქვენი მეგობრის/ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ჩანახატი ან წარწერა კულონად გარდაქმნათ. სამკაული, ძირითადად, უჟანგავი და მოოქროვილი მეტალისგან მზადდება. შეკვეთა Facebook გვერდის საშუალებით ხორციელდება, ხოლო დამზადებული კულონის მიღება, მაქსიმუმ, 10 დღეში არის შესაძლებელი.

BOG
BOG

ნინო თუხარელი, Memo Gifts-ის მარკეტინგის მენეჯერი: “გვინდოდა ინდივიდუალური და დასამახსოვრებელი საჩუქრის სერვისი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და ამ იდეის გარშემო გავერთიანდით. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ჩვენი მომხმარებლები ის მშობლები იქნებოდნენ, რომლებიც თავიანთი პატარების ნახატებს სამკაულად აქცევდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიმბოლურ საჩუქარს გვიკვეთავენ მეგობრისთვისაც, შეყვარებულისთვისაც და ა.შ.  შეკვეთის მექანიზმი საკმაოდ მარტივია: Facebook-ის გვერდზე გვიკავშირდებიან, გვაწვდიან სასურველი დიზაინის ფოტოებს, შემდეგ ეს ყველაფერი მუშავდება და დაახლოებით, 10 დღის ვადაში (ან უფრო ადრეც) არის მზად. ვამზადებთ უჟანგავი და მოოქროვილი ლითონით, თუმცა, არიან მომხმარებლები, ვისაც ძვირფასი ლითონით სურს დამზადება და მათ სურვილსაც ვითვალისწინებთ. ფასები ფიქსირებულია, უჟანგავი ლითონის კულონი 119 ლარი ღირს, მოოქროვილი – 149 ლარი. ოქრო და ვერცხლი ინდივიდუალურად ითვლება. სტანდარტული ზომა 3-5 სმ-ია, თუმცა, დამკვეთის სურვილის მიხედვით, შეიძლება ზომის შეცვლაც.”

#მთავარიაჯანმრთელობა! სამედიცინო მომსახურების თანამედროვე მიდგომა და სხვა სიახლეები “ვივო მედიქალისგან”

„განსხვავება ჩვენს მიდგომასა და ხედვაშია“ – MORE™ Studio – დიზაინის ახალი სტუდია