თბილისის ისტორიულ გულში, კოტე აფხაზის #31-ში, გამოჩნდა ადგილი, რომელიც თანამედროვე ქართული ესთეტიკის მაძიებელთათვის გამორჩეული აღმოჩენა გახდება. ეს MEMO-ა — კონცეპტუალური მაღაზია-სალონი, რომელიც სტუმრებს უნიკალური, პრემიუმხარისხის ქართული პროდუქტების სამყაროში ეპატიჟება.
MEMO სცდება ტრადიციული მაღაზიის საზღვრებს. ეს არის სივრცე, სადაც ყოველი ნივთი საქართველოს კულტურითა და ისტორიით შთაგონებულ ამბავს გვიყვება. აქ შეძენილი სამკაული, კერამიკის ნაკეთობა თუ ტექსტილი ერთგვარ ემოციურ ხიდად იქცევა, რომელიც მფლობელს საქართველოსთან და მოგზაურობისას განცდილ ემოციებთან აკავშირებს.
MEMO-ს კოლექციები სამი მთავარი პრინციპით არის გაერთიანებული: დახვეწილი დიზაინი, უმაღლესი ხარისხი და ექსკლუზიურობა.
MEMO-ში სტუმრობა თანამედროვე ქართული ხელოვნების სამყაროში მოგზაურობის ტოლფასია, სადაც ყოველი ნივთი ახალი აღმოჩენაა. მინიმალისტური კერამიკული ჭურჭელი, ნატიფი ტექსტილი და ორიგინალური სამკაულები — თითოეული ნივთი შექმნილია, რათა თქვენი ყოველდღიურობის გამორჩეულ დეტალად იქცეს, ან ადრესატს თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება უსიტყვოდ უამბოს. MEMO-ს დახვეწილი კონცეფცია იმის გარანტიაა, რომ თქვენ მიერ შერჩეული ნივთი ადრესატისთვის დაუვიწყარ ემოციად და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ფასეულ მოგონებად იქცევა.
ქალაქის სტუმრებს MEMO სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც სცილდება ჩვეულ შოპინგს. ეს არის შესაძლებლობა, შეიგრძნო ადგილობრივი კულტურის სული.
ბრენდის სახელიც — MEMO, რომელიც სიტყვა „Memories“-დან მომდინარეობს, ზუსტად გამოხატავს მის მთავარ მისიას: შექმნას განსაკუთრებული ემოციური კავშირი უნიკალურ ქართულ პროდუქტსა და მის ახალ მფლობელს შორის. ესაა სივრცე, სადაც მატერია განცდად იქცევა, ნივთი კი — მოგონებად.
ბრენდის შესახებ შთაბეჭდილებების შესაქმნელად შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდის ბმულს.
[R]