in

როგორ ჩამოვაყალიბოთ დასამახსოვრებელი გზავნილი

ხშირად, გვიწევს მოკლე შეჯამების ჩამოყალიბება და საგონებელში ვვარდებით, როგორ გადმოვცეთ სათქმელი ისე, რომ მკითხველისთვის დასამახსოვრებელი იყოს მისი მთავარი ასპექტები?

დაყავით ნაწილებად

ტვინს ერთდროულად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია. ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ ინფორმაციის რაოდენობას, რომლის შეთვისებასაც შეიძლება ელოდოთ თქვენი აუდიტორიისგან. საბედნიეროდ, არსებობს ერთი  გამოსავალი: არ არსებობს მყარი განსაზღვრება იმისა, თუ რა წარმოადგენს ერთ ინფორმაციულ ერთეულს.

მეხსიერების შეზღუდვების გვერდის ასავლელად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფორმაციის „დაჯგუფება“, სადაც ჩვენ პირდაპირ დავაკავშირებთ იმ ნაწილებს რომელთა გადმოცემაც გვსურს, ცენტრალური იდეის ქოლგის ქვეშ. ამ მიდგომით, თქვენს მსმენელს შეუძლია ნაწილები აზრიანად დაუკავშიროს ერთმანეთს და ამ მასალით მდიდარი მეხსიერება ააგოს.

ტვინი სხეულის ნაწილია, ასე რომ ის, რაც კარგია თქვენი სხეულისთვის, კარგია თქვენი ტვინისა და მეხსიერებისთვისაც. ამ მარტივ კონცეფციას მოსდევს დეტალებიც, თუ რა უნდა გააკეთოთ (აერობული ვარჯიში, ხმელთაშუაზღვის დიეტა, საკმარისი ძილი და ა.შ.) და რისი თავიდან აცილებაა მნიშვნელოვანი (ქრონიკული სტრესი, ინფექციები, ჰაერის დაბინძურება და ა.შ.).

დააკონკრეტეთ

რთული თემის შესახებ კომუნიკაციისას, თქვენს გზავნილს დასამახსოვრებელს გახდით კონკრეტული მაგალითით. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს უფრო უჭირთ აბსტრაქტული კონცეფციის, როგორიცაა „სამართლიანობა“, დამახსოვრება, ვიდრე იმის, რისი ვიზუალიზაცია ან წარმოდგენაც ადვილად შეგვიძლია, მაგალითად „ჩაქუჩი“.

უკუკავშირის კულტურა

იმის გახსენებამ, რაც ადრე ვისწავლეთ, შეიძლება გააძლიეროს და გაამარტივოს მასზე წვდომა, საჭიროებისას. ერთ კვლევაში მკვლევრებმა აჩვენეს, რომ როდესაც ადამიანები ცდილობდნენ სუაჰილის სიტყვების დამახსოვრებას, სიტყვების შესწავლა მათ შესანარჩუნებლად არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც მათი გახსენების მცდელობა ტესტით.

რა თქმა უნდა, რეალურ სამყაროში ჩვეულებრივ არ არის შესაძლებელი აუდიტორიის ტესტირება, ამიტომ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ტექნიკის გამოყენება უფრო ბუნებრივ გარემოში. მკვლევრები აკვირდებოდნენ ადამიანების ტვინებს, როდესაც ისინი ისმენდნენ ამბებს. თითოეულ ამბავში იყო წინადადება, რომელიც უკავშირდებოდა რამდენიმე წუთით ადრე აღწერილ მოვლენას. უკუკავშირის დროს ნახეს, რომ ახალი მოგონებების ფორმირებაში ტვინის წრედების მეტად იყო გააქტიურებული. უკუკავშირი საკვლევ სუბიექტებს ამბიდან მეტი ინფორმაციის შენარჩუნებაში დაეხმარა.

გააღვივეთ ცნობისმოყვარეობა

თუ თქვენს პრეზენტაციაში მხოლოდ საბოლოო გზავნილამდე მისვლაზე ფოკუსირდებით, უდიდეს შესაძლებლობას დაკარგავთ. დასამახსოვრებელი კომუნიკაციის გასაღები არა პასუხის გადმოცემა, არამედ დამაინტრიგებელი კითხვის დასმაა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ადამიანებს კითხვას უსვამენ და ცნობისმოყვარეობას აღძრავენ პასუხის გასაგებად, იმატებს აქტივობის პიკი ტვინის იმ არეებში, რომლებიც დოპამინს ამუშავებენ. როგორც ჩანს, ტვინის ეს არეები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ენერგიით უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, დოპამინი აძლიერებს ტვინის უნარს, შექმნას ახალი მოგონებები, რაც შეიძლება

კვლევები გვამცნობს, რომ ამ დოპამინის ზრდის გასაღები ცოდნის ხარვეზზე ხაზგასმაა. ყველას გვაქვს ხარვეზები ჩვენს ცოდნაში სამყაროს შესახებ, მაგრამ ხშირად არ ვართ ამ ხარვეზების გაცნობიერებულნი. იმის ხაზგასმით, თუ რა არის განსხვავება იმას შორის, რაც თქვენმა აუდიტორიამ იცის და რა ცოდნის მიწოდებაც გსურთ მათთვის, შეგიძლიათ გამოიწვიოთ პატარა სიგნალი მათ გონებაში, რაც ახლის სწავლას შეუწყობს ხელს.

წყარო: HBR



ლაშა კოტორაშვილი გვიყვება ახალ შესაძლებლობებზე, რაც Ad Black Sea-ზე Young Creative-ის ჯილდოს მოგებამ მოუტანა

რამდენად ეფექტურია iOS 18-ის წაშლის ფუნქცია Clean Up