in

Memories Log Book უსარგებლო ბარათებს მოგონებებად აქცევს

ამასობაში, რამდენი ბარათი დაგიგროვდათ? იქნება ეს კონკრეტული ადგილების, ბიზნეს თუ სავიზიტო ბარათები, რომლებიც ხშირად სადღაც უჯრაში იდებს ბინას და არც არავის ახსენდება… და რას იტყვით, ეს ბარათები რომ აიღოთ და დაუვიწყარ მოგონებებად აქციოთ? უბრალოდ პატარა წიგნაკი რომ მოგცეთ, შიგნით რომ ჩააკრათ და ირგვლივ მიუწეროთ ან მიუხატოთ თქვენი აზრები თუ მოგონებები… Replug ზუსტად ამას გვთავაზობს. 

BOG
BOG

უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ადამიანები კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩვენზე, მაგრამ გონება მაინც მათი დავიწყებისკენაა მიდრეკილი. თუმცა ამასთან გამკლავება რაღაცების ჩაწერით შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ შექმნეს Memories Log Book. მისი დახმარებით ბიზნესბარათებსა თუ ფოტოებს მეტად პერსონალურსა და დასამახსოვრებელს გახდით. სულ 120 ბარათს იტევს და თუ მოგესურვებათ, განლაგებაც შეგიძლიათ შეცვალოთ. 

Memories Log Book-ის ყიდვას ამ ლინკზე შეძლებთ. ამ ეტაპისთვის ფასი 35 დოლარია. 

Louis Vuitton-მა მეცხრამეტე საუკუნის გასაშლელი საწოლი განაახლა

ტოქსიკური რჩევები და ყალბი ფიტნესსამყარო Virgin Active-ის კამპანიაში