15
May
2012

მენეჯერები ალისას სამყაროში

15 May 2012

გუშინ ჩემს შვილთან ერთად :  “ალისას საოცრებათა სამყაროში ”   ვუყურე და მოულოდნელად 50  წლის წინ გადაღებულ ფილმში  ჩემი თავი და ბევრი ჩემი ნაცნობი აღმოვაჩინე.

საოცრებათა ქვეყანაში, რომელსაც ზოჯერ ბიზნესს ვეძახით ყველა გმირი  თავისებურად იქცევა, ისევე როგორც  მულტფილმში ალისას შესახებ,

მაგალითად არიან  ” ჩეშერის კატები” ,მენეჯერები რომლებიც მხოლოდ  იქ ჩნდებიან სადაც ” ხეირია ” , იმეორებენ ყველა შენს სიტყვას, მხარს უჭერენ ყველა შენს ნაბიჯს და როგორც კი მართლა დაგჭირდებიან, მოულოდნელად მხოლოდ მათი მომხიბლავი ღიმილი და მშვიდი ტონი შეგრჩება ხელში.

კურდღელი საათით, რომელსაც სულ სადღაც აგვიანდება, ოღონოდ არ იცის სად. მის ძირითად საქმიანობას სხვა ადამიანების შეშფოთება და აფორიაქება წარმოადგენს.

უგულო ” გულების ” დედოფალი.

მეფე  , რომელსაც მიუხედავად მისი სტატუსისა არავინ უსმენს.

” მედ ჰეთერი” რომელიც ყოველთვის პოულობს საბაბს უგრძესი ჩაის სმის ცერემონიალის მოსაწყობად

და რა თქმა უნდა ალისა, რომელიც დინებას მიჰყვება და ყველა სიტუაციიდან გამოცდილებას და რაც მთავარია დიდ სიამოვნებას იღებს 🙂

ძალიან მაინტერესებს  რომელია თქვენი საყვარელი გმირი ? ”)

ავტორი: თეონა ბაღდავაძე



განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.