in

როგორ უმჯობესდებოდა მენეჯმენტი ბოლო 100 წლის განმავლობაში?

რელევანტური იქნება, თუ ვიკითხავთ, როგორ შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი პრაქტიკა… ან, როგორ უნდა მივიღოთ ბიზნესის სწორი თეორია. მის გარეშე იგი უსისტემო, შემთხვევით და ბევრისთვის პათეტიკურ აზარტულ თამაშად ყოფნას გააგრძელებს — აცხადებს უოლას ბ. დონჰემი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დეკანი. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

სწორედ ამიტომ, ახლა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, უკეთეს თეორიულ საფუძვლებზე ვისაუბროთ. დღეს ბიზნეს სამყაროს ოპტიმიზმის დრო აქვს. პირველი მსოფლიო ომი ესპანეთის პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრე დასრულდა. ეკონომიკამ ხანმოკლე დეპრესიასაც გაუძლო და სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აქ კი 1922 წლის მაისია მნიშვნელოვანი — რამდენიმე წელიწადში საფონდო ბირჟა ჩამოიშლებოდა, რასაც მოჰყვებოდა დიდი დეპრესია და კიდევ ერთი მსოფლიო ომი. ხოლო, თუ ბიზნესის სწორი თეორია სასურველი იყო ოპტიმისტურ დროში, მღელვარება, რომელიც ამ საუკუნის დიდ ნაწილს აღენიშნებოდა, მას უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა. 

ერთი შეხედვით კი, ამ ქაოსში იმის გაგების საჭიროება გაძლიერდა, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი და ორგანიზაციები, რათა ესწავლათ სხვების გამოცდილებიდან და გამოევლინათ შაბლონები. 

და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მენეჯმენტის აზროვნების ბოლო ასწლეულიდან?

ამის გასაგებად, ექსპერტები გვიყვებიან, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელობა, როგორ არის სტრუქტურიზებული წარმატებული ორგანიზაციები, რა მახასიათებლები აყვარებს სამსახურს ადამიანებს და რა უნდა შეიცვალოს, რათა ბიზნესის ურთიერთობები დანარჩენ საზოგადოებასთან გაუმჯობესდეს.

თუმცა ისიც ვიცით, რომ ის, რაც ერთი სფეროსთვის მუშაობს, მეორისთვის გამოუსადეგარი შეიძლება იყოს. ამიტომ, მკვლევრებმა ისიც თქვეს, თუ რომელი პრაქტიკები არ უნდა გამოგვეყენებინა ბოლო ასწლეულიდან. მათი პასუხები მიუთითებს მზარდი ორგანიზაციული სტრუქტურების გავლენაზე, უფრო აქტიური შენარჩუნების მცდელობების საჭიროებასა და იმაზე, თუ რატომ უნდა დასრულდეს დისკრიმინაცია. 

თეჯას რამდასმა, რაფაელა სადუნმა და ნიკოლას ბლუმმა ვიზუალური წარმოდგენაც შექმნეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ეს თემა და მენეჯერებისთვის აქტუალური საკითხები დროთა განმავლობაში. კოლინ ამერმანმა და ბორის გროისბერგმა გაანალიზეს, როდის და როგორ წარმოაჩენდა HBR ქალებს ათწლეულების განმავლობაში. ხოლო HBR-ის აუდიტორიის ჩართულობის რედაქტორმა, კელსი გრიპენსტროუმ, შეადგინა ყველაზე პოპულარული სტატიების სია. მათმა მრავალფეროვნებსამ გაოცებულიც კი შეიძლება დაგტოვოთ. 

აღმოჩნდა, რომ მკითხველები ჯერ კიდევ ზრუნავენ ბალანსსა და ოპერაციებზე, მაგრამ პასუხისმგებლობის მასშტაბი გაფართოვდა ისეთ საკითხებამდე, რომლებიც ბიზნესის მკაცრ სფეროს სცილდება და თითქმის არ იყო ნახსენები 1922 წელს. აქ საუბარია გადაუდებელ სოციალურ საკითხევზე, რაც მოიცავს, რასას, გენდერსა და მრავალფეროვნების სხვა განზომილებებს, ამასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციას და კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალურ საფრთხეს. ადრეული მკითხველები ისეთი საოცრებების მოწმენი გახდნენ, როგორიცაა რეაქტიული ძრავები, ტრანზისტორები, ლაზერები, კოსმოსის კვლევა, კომპიუტერები თუ ინტერნეტი, შემდეგ კი ისეთი რეალობის წინაშე დადგნენ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ, საუბარია ხელოვნურ ინტელექტსა და დიდი გადადგომის გამოწვევაზე. 

ორგანიზაციების საქმე უფრო გართულდა, როგორც მათ ირგვლივ არსებული გამოწვევები… მათ ხელმძღვანელობა უკვე ყველა დონეზე სჭირდებოდათ. უნდა ჰყოლოდათ მენეჯერები, რომლებიც არა მხოლოდ ძირეულ ხაზზე იფიქრებდნენ, არამედ იმ კულტურაზე, რომელსაც ქმნიან. ლიდერებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ, როგორ მიიღონ საუკეთესო შედეგები მათი გუნდებისგან, ორგანიზაციებისგან, პარტნიორებისა თუ საზოგადოებისგან. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რაიმე მნიშვნელოვნის მისაღწევად უნდა გასცდნენ ფუნქციების, ბიზნეს ერთეულების, ორგანიზაციების და სექტორების საზღვრებსაც კი.

დაბოლოს, 2022 წელს სჯერათ, რომ ყველას, ვისაც სურს კარგი ლიდერი გახდეს, ამას სწორი ხელმძღვანელობით მოახერხებს… 

წყარო: HBR



Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად საქართველოს ბანკი დაასახელა

რატომ ვიცინით? — ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ეს გადარჩენის სტრატეგია იყოს