“ჯენგა” ის თამაშია, რომელსაც ფსიქიკურად ყველაზე მდგრად ადამიანებიც კი გამოჰყავს წყობილებიდან. თუმცა, როგორც ჩანს, თუ ამ ყველაფერს “გაუძელი”, თამაშის ხელოვნების სიმაღლემდე აყვანაა შესაძლებელი…
ერთმა ბიჭმა, სახელად კელვინმა (იგივე Menga Man) ხის ნატეხების დაწყობის ხელოვნება აითვისა. ის ჯენგას ყველა ფორმისა და ზომის კოშკს ქმნის, რომელიც იმდენხანს ინარჩუნებს წონასწორობას, ვიდრე მისი ავტორი ფოტოს გადაუღებს. კელვინმა საკუთარი მსოფლიო რეკორდის მოხსნაც კი მოახერხა – მან ცოტა ხნის წინ ერთი ვერტიკალურად განთავსებული ხის კუბიკის თავზე დანარჩენი 1512 დააწყო.
უწინდელი რეკორდი 2021 წლის თებერვალში დაამყარა, როდესაც ერთ კუბიკზე 1150 ცალი დაალაგა. ამ შედეგის გასაუმჯობესებლად კი, კევინს მხოლოდ სამი თვე დასჭირდა…
“კმაყოფილება ვიგრძენი იმის გაკეთებით, რაც აქამდე შეუძლებლად მიმაჩნდა. ადრე ვფიქრობდი, ვერავინ შეძლებდა 100 ხის კუბიკზე მეტის დაწყობას. წარმოიდგინეთ ჩემი აღფრთოვანება, როდესაც დავამტკიცე, რომ არასწორი ვიყავი” – ამბობს კელვინი.