in

მინიმალისტური იდენტობა, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთ შეფუთვაში — Menin Douro Estates

მდინარე დუეროს სანაპიროებზე მეღვინეობის საუკუნოვანი ტრადიცია ინოვაციებს შეხვდა და Menin Douro Estates-ის ახალი ვიზუალური იდენტობა დაბადა. პროექტი პატივს მიაგებს რეგიონის მემკვიდრეობას და, ამავდროულად, მის თანამედროვე, ელეგანტურ და განზრახ მინიმალისტურ ვიზუალურ ენას წარმოგვიდგენს. დიზაინი კონკრეტულ ადგილზეა ფესვგადგმული, თუმცა თანამედროვე შეგრძნებებსაც ბადებს.

BOG
BOG

კრეატიული კონცეფციის საწყისი კი დუეროს ვენახების ზედხედით გადაღებული კადრები გახლდათ, რომლებმაც ტერასული ლანდშაფტის არქიტექტურული გეომეტრია ასახა. სწორედ ამ ვიზუალური რიტმის შთაგონებით გამოიყენეს შეფუთვის დიზაინში ვერტიკალური, პარალელური ხაზები. თავად ეს ხაზები სიმბოლურად სიზუსტეს, სტრუქტურასა და ადამიანურ ძალისხმევას გამოხატავს…

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს გრაფიკული სისტემა აძლევს ვიზუალურ იდენტობას მეტ სიცხადესა და ბალანსს, დახვეწილ ესთეტიკას ქმნის, რომელიც მიზანმიმართულად გვესაუბრება. ტაქტილურ გამოცდილებაზეც იზრუნეს და შეფუთვა სტრუქტურიზებული ქაღალდით წარმოგვიდგინეს, რითაც ბრენდი პრემიუმ სეგმენტშიც მოთავსდა.

გვეუბნებიან, რომ Menin Douro Estates უბრალო რედიზაინზე ბევრად მეტს გვთავაზობს, განაცხადს აკეთებს, რომელიც ტრადიციების თამამ და ავთენტურ, ხელახლა წარმოდგენას ეხება. შენელებისკენ მოგვიწოდებს, მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარებისა და დუეროს მარადიული სილამაზის ახალი ვიზუალური პერსპექტივით აღმოჩენისკენ…

Menin Douro Estates-ის რებრენდინგზე Vinco Studio-მ იმუშავა.

AI მოწყობილობა თქვენს სიზმრებს ფილმებად გარდაქმნის

თიბისი ტექსკოლა: განათლების პლატფორმა მოსწავლეებისთვის