in

რა განაპირობებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების მზარდ გამოყენებას სამსახურში

„ალბათ, ათჯერ მაინც დავნიშნე შეხვედრა. მაგრამ, საბოლოოდ არასდროს წავსულვარ. უბრალოდ არ ვიცოდი, იყო თუ არა ჩემი პრობლემები საკმარისად დიდი იმისთვის, რომ დახმარება დამჭირდეს და არ მინდოდა სხვისი დრო ზედმეტად დამეხარჯა.”

ადამიანმა, რომელიც გადაწვის სიმპტომებს ებრძოდა, სწორედ ეს თქვა კონსულტაციის შესახებ, რომელიც სამსახურმა უზრუნველყო თანამშრომლებისთვის, პანდემიის შემდგომ. ამ ადამიანის გამოცდილება არ არის ერთეული შემთხვევა – ფსიქიკური ჯანმრთელობა მზარდი გამოწვევაა სამუშაო ადგილებზე. იმ ადამიანთა წილმა მთელს მსოფლიოში, რომლებიც შფოთვის ან დეპრესიის სიმპტომებს ებრძვიან – მიაღწია 41%-ს 2021 წელს; ეს მაჩვენებელი 2019 წელს 11% იყო. თანამშრომლები ითხოვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო მეტ მხარდაჭერას: ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის 2022 წლის მოხსენებამ ცხადყო, რომ დასაქმებულთა 81% ფსიქიკურ ჯანმრთელობას მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს მათი მომავალი დამსაქმებლებისთვის.

ამ ტენდენციების საპასუხოდ, ბევრმა ორგანიზაციამ ჩადო ინვესტიცია ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალ ინიციატივებში ან გააფართოვა არსებული ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეები, საკონსულტაციო ბენეფიტები, კოლეგების მხარდაჭერის პროგრამები ან ფსიქიკური ჯანმრთელობის აპლიკაციები.

თუმცა, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, ბევრი თანამშრომელი არ იყენებს ამ კარგად გამიზნულ ინიციატივებს.

ქცევის მეცნიერთა ჯგუფი და ორგანიზაციული ქცევის მკვლევარები დაინტერესდნენ: რატომ? არის რაიმე ფუნდამენტურად არასწორი ამ ინიციატივებში, თუ თანამშრომლები ვერ ხედავენ მათ ღირებულებას?

ეს მიმდინარე კვლევა სხვა პასუხს გვაძლევს: რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმამ თანამშრომლებს სამსახურში შეიძლება ხელი შეუშალოს საჭირო დახმარების მიღებაში. მკვლევრების თავდაპირველი აღმოჩენები ასევე გვთავაზობს მარტივ გამოსავალს ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსების გამოყენების გაზრდის მიზნით: აღმოჩნდა, რომ კოლეგების სიძნელეების უბრალო მოსმენამ შეიძლება გაზარდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის გამოყენება სამსახურში და ფსიქიკური ჯანმრთელობის არსებული პროგრამის მეტად ათვისება, რაც დაახლოებით 8%-იანი ზრდაა.

Novartis-მა ჩაატარა ექსპერიმენტი. ეს იყო შემთხვევითი საკონტროლო კვლევა, 2400 თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობდნენ Novartis-ში, შვეიცარიულ მრავალეროვნულ ფარმაცევტულ კორპორაციაში. მკვლევრებმა შეიყვანეს ნიმუში გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ინდოეთის და მალაიზიის ადგილობრივ ლიდერებთან თანამშრომლობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, Novartis-მა მოამზადა 1000-ზე მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების სპეციალისტი (MHFA), რათა უზრუნველეყო მხარდაჭერა კოლეგების პროგრამაში. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს მართლაც სურდათ გამხდარიყვნენ პირველი დამხმარეები, პროგრამის ათვისება დაბალი იყო.

იმის შესამოწმებლად, თუ რას შეიძლება წაეხალისებინა ადამიანები, დაკავშირებოდნენ MHFA-ს, მკვლევრებმა შემთხვევითობის პრინციპით დაავალეს თანამშრომლებს, ენახათ თანატოლებთან მხარდაჭერის პროგრამის ექვსი ჩარჩოდან ერთ-ერთი. შექმნეს ჩარჩოები, რათა დახმარებოდნენ ორი ძირითადი ბარიერის გადალახვას, რაც თანამშრომლებს ხელს უშლიდათ პროგრამაში ჩართვაში: კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

კონფიდენციალურობის საკითხების მოსაგვარებლად, აკვირდებოდნენ, ხაზს უსვამდა თუ არა ფრეიმინგი პროგრამის ანონიმურობას.

გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, ყურადღება გაამახვილეს კოლეგებში მხარდაჭერის პროგრამის გამოყენების ნორმალიზებაზე. როდესაც მონაწილეები იგებდნენ, რომ პროგრამა სხვა კოლეგამაც გაიარა, მათ უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებოდათ თავადაც ჩართულიყვნენ პროცესში.

ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია, მუშაობს თუ არა კოლეგების მხარდაჭერის პროგრამის სხვადასხვა ჩარჩო ზოგიერთი თანამშრომლისთვის. აქ ყურადღება გამახვილდა გენდერსა და ორგანიზაციულ როლზე. ამ ორ დემოგრაფიულ მონაცემებზე დაფუძნებული რეგისტრაციის მაჩვენებლებში განსხვავება არ აღმოჩნდა. თუმცა, შენიშნეს, რომ მამაკაცებს აქვთ საშუალოდ 3%-ით უარესი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ვიდრე ქალებს. ეს საინტერესო მოსაზრება ეხმიანება არსებულ კვლევას, რომელიც მიუთითებს მამაკაცის ფსიქიკური ჯანმრთელობაის შესახებ საუბრის ნორმალიზების აუცილებლობაზე, რადგან ისინი ნაკლებად გამოხატავენ, რომ უჭირთ.

წყარო: HBR



როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან? — ChildX-ის კამპანია

Young Lions Georgia 2024-ის ფილმის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები