დამსაქმებლები და მენეჯერები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულები თავიანთი თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე და სწორადაც იქცევიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში შეინიშნება შფოთვისა და დეპრესიის პერმანენტული ზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. KFF/CNN-ის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 30 წლამდე ასაკის ამერიკელების ნახევარმა, მთლიანობაში კი, ზრდასრულთა მესამედმა აღნიშნა, რომ ისინი ხშირად ან მუდმივად გრძნობენ შფოთვას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. Gallup-ის წლევანდელმა გამოკითხვამ აჩვენა – 30 წლამდე ამერიკელი მოზარდების მეოთხედი აღნიშნავს, რომ ამჟამად აქვთ დეპრესია, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2017 წლის მაჩვენებლიდან (13%). გამოკითხვაში, რომელშიც აშშ-ის 152 მსხვილი დამსაქმებელი მონაწილეობდა, 77%-მა აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა იმატა თანამშრომლებში, 2023 წლის განმავლობაში.
რასაკვირველია, კარგია, როცა დამსაქმებლებმა იციან თავიანთი თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. ორგანიზაციის ლიდერები და მენეჯერები რაც მეტად აფასებენ თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს, მით უკეთ გაიაზრებენ, რამდენად ამცირებს ეს პრობლემები სამუშაოში ჩართულობას, პერფორმანსსა და თანამშრომელთა გადინებას.
ამავდროულად, სამსახურში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზედმეტმა ფოკუსირებამ შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს, თუ ის წაახალისებს თანამშრომლებს ზედმეტად დაფიქსირდნენ თავიანთ ნეგატიურ აზრებსა და გრძნობებზე. როდესაც ადამიანები დაკავებულნი არიან თავიანთი საზრუნავებით, უფრო მეტად ახერხებენ დააიგნორონ შფოთვა და დეპრესია. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და საზოგადოებრივი დისკუსიის სარგებელი მართლაც დადებითია, მაგრამ ამავდროულად, ნეგატივიც შეიძლება მოიტანოს. მაგალითად, თუ მცირე დონის შფოთვის მქონე ადამიანი ხშირად ხედავს, რომ სხვები საუბრობენ თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე და სხვებს მოუწოდებენ მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავზე ფოკუსირებას, მან შეიძლება დაიწყოს ფიქრი, აწუხებს თუ არა შფოთვითი აშლილობა, რასაც უკუშედეგი შეიძლება მოყვეს.
მაინც, როგორ შეუძლიათ მენეჯერებს ისეთი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული?
წაახალისეთ სხვებზე ზრუნვა
Journal of Positive Psychology-ში გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების მიერ სხვებზეზრუნვა ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს, სხვა ინტერვენციებთან შედარებით, მათ შორის კოგნიტური ქცევითი თერაპიული სავარჯიშოების ჩათვლით. სხვებზე ზრუნვა იმდენად ეფექტურია ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რომ ადამიანებს ეხმარება საკუთარი პრობლემების დაძლევაში.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრუნვა – მაგალითად, მეგობრისთვის საჭმლის მომზადება ან საზოგადოებრივი მოხალისეობა საკუთარ თავზე ზრუნვაზე მეტად აძლიერებს. ზრუნვა ყველაზე ეფექტურია ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, როდესაც ისინი ორიენტირებულნი არიან გარეგანზე. მაგალითად, ზედმეტი ნეგატიური ლაპარაკი საზიანოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სხვების დასახმარებლად ყურადღების გადატანამ შეიძლება შეამციროს ნეგატიური საუბარი.
ხელი შეუწყეთ ფიზიკურ ვარჯიშს
სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ ფიზიკური ვარჯიში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დადასტურებულია, რომ ის ამცირებს დეპრესიის რისკს იმ პირებს შორის, რომლებსაც აქვთ მაღალი გენეტიკური რისკი.
დამსაქმებლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფიზიკურ ვარჯიშს სხვადასხვა გზით, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზის წევრობის შეთავაზება ან ოფისში სავარჯიშო საშუალებების ორგანიზება, თანამშრომლების ფიტნეს ჯგუფებისა და აქტივობების ორგანიზება და მოქნილი სამუშაო გრაფიკის მხარდაჭერა, რაც თანამშრომლებს გაუადვილებს მუშაობას ან ასარგებლებს ბენეფიტებით. გარე ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. ასევე, თუ თანამშრომლები ხედავენ, რომ უფრო მაღალი პოზიციის მქონე პირები იყენებენ თანამშრომლებისთვის განკუთვნილ შეღავათებსა და შესაძლებლობებს, ისინი უფრო მეტად ჩაერთვებიან ამ აქტივობებში.
აქციეთ სამუშაო უფრო ღირებულად
ლიდერებსა და მენეჯერებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ფსიქიკურ ჯანმრთელობას იმით, რომ დაეხმარონ თავიანთ თანამშრომლებს, შეიგრძნონ ფასეულობა თავიანთი სამსახურში. ცხოვრების აზრის ქონა არის ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორი კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის; ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცხოვრების საზრისის განცდა, ნაკლებად ექვემდებარებიან ფსიქიკური პრობლემის განვითარების რისკს, უფრო ფსიქიკურად გამძლეები არიან სტრესული ცხოვრებისეული მოვლენების დროს და მეტად მოტივირებულნი არიან ჩაერთონ აქტივობებში, როგორიცაა ფიზიკური ვარჯიში.
როდესაც ორგანიზაციების ხელმძღვანელები ქმნიან სამუშაოს აღწერილობებს, ანაწილებენ პროექტებსა და ამოცანებს და ეხმარებიან თანამშრომლებს კარიერული ზრდის მიზნების განვითარებაში, მათ მკაფიოდ უნდა გაამახვილონ ყურადღება სამუშაოს მნიშვნელობაზე, თუ როგორ აუმჯობესებს ეს საქმიანობა ადამიანების ცხოვრებას. რაც მეტი თანამშრომელი აღიქვამს საკუთარ მისიას კომპანიაში, მით ეფექტური იქნება მისი მუშაობა, მით უკეთესი იქნება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც საერთო კეთილდღეობას წაადგება.