in

როგორ მივხვდეთ, რომ მენტალურად გადაღლილი ვართ?

საკმაოდ საინტერესო იქნება, თუკი ჩვენს პანდემიამდელ პიროვნებას ამჟამინდელ თავს შევადარებთ – ალბათ თითქმის ყველა იგრძნობს განსხვავებას. ამ პერიოდს სხვადასხვა ინდივიდზე სხვადასხვანაირი ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს, თუმცა, მრავალ შემთხვევაში ახლებურმა ცხოვრებამ ბევრი “ანთებული” პროფესიონალი “ჩააქრო”. ასეთი ადამიანები ადრე ენთუზიასტები, შთაგონებით ავსილები იყვნენ და პროექტს პროექტზე იღებდნენ, დღეს კი მათთვის პიჟამოების გახდაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამგვარ პერიოდებს, როგორც წესი, არანაყოფიერ პერიოდს უწოდებენ და ასეთ დროს თავს საშინლად ვგრძნობთ ხოლმე.

სანამ საკუთარი თავის განსჯას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ ახლა ძალიან ბევრია ამგვარ მდგომარეობაში. პანდემიამ ადამიანთა ემოციური ფონის გამძაფრება გამოიწვია. შედეგად, ადამიანებს უჭირთ საქმეზე კონცენტრირება და ნაყოფიერი მუშაობა.

და მაინც, როგორ მივხვდეთ რომ ფსიქიკურად გადაღლილები და გადამწვარი ვართ?

არანაყოფიერი ხართ

ასეთ დროს პრეზენტაციის ბოლო სლაიდის გაკეთებასაც კი ნახევარ საათს ვანდომებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, კონკრეტული საქმე ავირიდოთ და სრულიად სხვა, არალოგიკური საქმეები ვაკეთოთ – ვსქროლოთ ფეისბუკი ან ტიკტოკი, დავესწროთ შევხედრებთ, თუმცა არც კი ვუსმენდეთ მათ და ა.შ თუკი ნებისმიერი მცირე საქმიანობის დასრულებისთვისაც 2 საათი ან მეტი, ორი ჭიქა ყავა და მაქსიმალური ენერგია გჭირდებათ, გამოდის, რომ თქვენ მართლაც მენტალურად გადაღლილი ხართ.

თქვენ არ გრძნობთ თანაგრძნობას სხვების მიმართ

ადრე ყოველთვის თანაუგრძნობდით იმ ადამიანებს, რომლებიც ზუმის შეხვედრებზე აგვიანებდნენ თავიანთი შვილების გამო, ან მუდმივად ეხმარებოდით იმ ახალბედა თანამშრომლებს, რომელთაც რჩევები სჭირდებოდათ. ახლა კი ამისთვის უბრალოდ არც ენერგია და არც შემართება არ გაქვთ. როგორ უნდა დაეხმაროთ სხვებს, თუკი საკუთარი საქმეც ვერ გაგყავთ ბოლოში? ეს გადაწვის ერთ-ერთი ნიშანია.

იმაზე მეტად ზარმაცობთ, ვიდრე ოდესმე

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საქმიანობა დედლაინის ბოლო წამამდე მიჰყავთ და მათთვის ეს ცხოვრების სტილია. თუკი თქვენ ასეთი არ ხართ, თუმცა, მაინც ასე იქცევით და დროს არაადეკვატურ საქმეს უთმობთ, ე.ი მენტალურად გადაღლილი ხართ. ასეთ დროს არ არსებობს მოტივაცია და საქმეზე კონცენტრირების სურვილი, ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავალება ავირიდოთ, ჩვენს ნაჭუჭში ვიყოთ.

გაქვთ პრობლემები ძილთან და მადასთან

გარდა იმისა, რომ ჩვენს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან მარტივად ვგრძნობთ გაღიზიანებას, ჩვენ ასევე შეიძლება დავკარგოთ საკუთარ თავზე ზრუნვის სურვილი, როდესაც ფსიქიკური დაღლილობა გვაწუხებს. ასეთ დროს ეს დაღლილობა ჩვენს მადასა და ძილზე აისახება – მაგალითად, შეიძლება ძალიან ბევრს ან საერთოდ არ ვჭამდეთ ან შესაძლოა, ინსომნია გვტანჯავდეს ან ძალიან ბევრი გვეძინოს. ყველაფერი ეს ინდივიდუალურია.

თუკი თქვენ ეს “სიმპტომები” გაწუხებთ, მაშინ მართლაც გონებრივად გადამწვარი გეთქმით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, საკუთარი დრო ისეთ აქტივობებს დაუთმობთ, რომელიც ოდნავ მაინც დაგაბრუნებთ თქვენს სასურველ ცხოვრებაში, იქნება ეს ბუნებაში გასეირნება, ვარჯიში, რელაქსაცია თუ სხვა, თქვენზე მორგებული ვარიანტები.

წყარო: Fast Company



კამპანია „შენი ზაფხული აქ არის” WELCOME TO GEORGIA-ს ჯილდოზეა წარდგენილი

Harley-Davidson ელექტრო ველოსიპედს უშვებს!