in

მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ასაკოვნები არიან

კვლევა, რომელიც 110 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარდა, ამტკიცებს, რომ დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობის, შფოთვისა თუ სხვა მენტალური პრობლემების მქონე ინდივიდებს სისხლში ისეთი მარკერები აქვთ, რომლებიც ერთ უცნაურ ფაქტზე მიგვითითებს — ისინი თავიანთ რეალურ ასაკზე დიდები არიან. 

M2
M2

ასე შეგვიძლია ავხსნათ, რატომ აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სიცოცხლის უფრო მოკლე ხანგრძლივობა ან მეტად რატომ აწუხებთ ასაკთან დაკავშირებული დაავადებები. საინტერესოა ისიც, რომ კვლევა 168 განსხვავებულ სისხლის მეტაბოლიტზე ჩატარდა.

ადამიანთა ასაკის განსაზღვრა ახლა სისხლის მეტაბოლიტებით არის შესაძლებელი. აღმოვაჩინეთ, რომ საშუალოდ, მენტალური დაავადებების ისტორიის მქონე ადამიანებს მეტაბოლური პროფილი ჰქონდათ, რაც მიუთითებდა, რომ ისინი რეალურ ასაკზე დიდები იყვნენ. მაგალითად, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების სისხლის შემადგენლობა მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი რეალურს ასაკს 2 წლით აღემატებოდნენ, — აცხადებს ჯულიან მატსი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

გამოდის, მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანები უფრო ნაკლებს ცხოვრობენ და უფრო ცუდი ჯანმრთელობაც აქვთ. ამ ფაქტორების სიმძიმე კი დაავადებაზეა დამოკიდებული — ადამიანებს, რომელთაც ძალიან ცუდი მენტალური ჯანმრთელობა აქვთ, ხშირად გულის დაავადებები და დიაბეტი უვითარდებათ. 2019 წლის კვლევა იმასაც კი ამბობს, რომ სხვებთან შედარებით, მენტალური პრობლემების მქონე მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია, როცა ქალებში ეს მაჩვენებელი 7-ს უდრის. 

თუ კონკრეტული მარკერებით ბიოლოგიურ ასაკზე თვალყურის დევნებას მოვახერხებთ, შესაძლოა, შეიცვალოს გზა, რომლითაც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობას ვაკვირდებით და ის, თუ როგორ ვაფასებთ მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ ნაბიჯებს. დაჩქარებული ბიოლოგიური დაბერების უკან არსებული მექანიზმების გაგება პრევენციისა და შესაბამისი მკურნალობის მეთოდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, — აცხადებენ ლონდონის King’s College-ის მკვლევრები. 

როგორ ქმნის „სტაგი“ ქართულ, პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთ სასაჩუქრე შეფუთვებს

უკრაინაში Artemsil-ის შეფუთვა თემატურად განაახლეს — „ძალისა და იმედის სიმბოლო“