in

მენტალური შვებულების 1 წელი თიბისი დაზღვევაში

გარემოში, სადაც ყოველდღიურობა აჩქარებული, გადატვირთული და დაძაბულია, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვე ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა. WHO-ს (World Health Organization) 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. თიბისი დაზღვევაში ვაცნობიერებთ მენტალური კეთილდღეობის მნიშვნელობას და, სწორედ ამიტომ, უკვე ერთი წელია, თანამშრომლებს ვთავაზობთ „მენტალურ შვებულებას“. მათ, გარდა სტანდარტული 24-დღიანი დასვენებისა და დეი ოფებისა, დამატებით 5-დღიანი შვებულებით შეუძლიათ სარგებლობა.

შვებულებით უკვე 100-მდე ადამიანმა ისარგებლა. ამ ბენეფიტის გამოყენება ნებისმიერი რგოლის თანამშრომელს შეუძლია, ამისთვის არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ან განსაკუთრებული მიზეზი. ამ 5 დღის აღება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეების. ამ დასვენების მთავარი მიზანი საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციური კეთილდღეობისთვის დროის დათმობაა.

„თიბისი დაზღვევაში, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიაში, თანამშრომლებისთვის შექმნილი გვაქვს გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად შედეგებზე ორიენტირებულიცაა და კომფორტულიც. გვჯერა, რომ არ არსებობს ზოგადი კეთილდღეობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე. როგორც წესი, სტანდარტულ შვებულებას გართობისა და საოჯახო საქმეებისთვის ვიყენებთ ხოლმე და აღარ გვრჩება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ მოტივით შეიქმნა მენტალური შვებულება.

კომპანიაში ყოველწლიურად ტარდება თანამშრომლების ჩართულობის კვლევა და ყოველ ჯერზე შედეგები უმჯობესდება. თანამშრომლები, რომლებმაც გამოიყენეს ეს შვებულება, აღნიშნავენ შესამჩნევ გაუმჯობესებას მათი პროდუქტიულობისა და საერთო განწყობის შესახებ“, — აღნიშნავენ თიბისი დაზღვევაში.

„წელს მენტალური შვებულება ისე დავგეგმე, რომ არამარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივად დამესვენა და ფოკუსირება მომეხდინა მხოლოდ საკუთარ თავზე.

მენტალური შვებულება შესანიშნავი გზა აღმოჩნდა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად, ყოველდღიური ცხოვრების სტრესისგან თავის დასაღწევად.

მენტალური შვებულების გამოყენებამ მომცა სრულიად ახალი მიზნები და დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა და ცხოვრებისეული ქაოსის ფონზე მშვიდი მომენტების პოვნა“,მურთაზ ბოლქვაძე, სწავლებისა და განვითარების ჯგუფის უფროსი.

თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობენ, შეუძლიათ ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან 80%-იანი დაფინანსებით წელიწადში 10 ვიზიტის ფარგლებში. ასევე, ყველა თანამშრომელს აქვს კრიტიკული დაავადებებისა და სიცოცხლის დაზღვევა.

[R]

აი, როგორ მუშაობს სცენარისტი

როგორ შეიქმნა მინიონების შემქმნელი კომპანია