in

სამენტორო პროგრამები სწრაფი პროფესიული ზრდისთვის – გაიგე, რას გთავაზობს „ორვიქსი“

თუ არ იცოდით, გეტყვით, რომ დაახლოებით ნახევარი წელია, საქართველოში გაიხსნა სასწავლო კლუბი, რომელსაც საერთოდ არ აქვს სასწავლო კურსები. ისინი სრულად არიან ფოკუსირებული სამენტორო პროგრამებზე. 

რა არის მენტორშიპი და რით განსხვავდება ის ლექციისგან?

სტანდარტულად ლექცია გულისხმობს თეორიული ცოდნის გაზიარებას, მაშინ, როდესაც სამენტორო პროცესი არის დაყოფილი სამ ნაწილად: 1/3  თეორია, 1/3 მენტორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, 1/3 მონაწილის უშუალო ქეისის განხილვა და მისთვის გამოსავლის ძიებაში დახმარება. შეხვედრები ტარდება ყოველთვის პირისპირ (და არა ონლაინ) და ის მიმდინარეობს მუდმივი აზრების გაცვლა გამოცვლის რეჟიმში, ინტერაქციულად. სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოგოლიები ჯერ ვერ იძლევა საშუალებას, რომ ონლაინ სწავლება იყოს ასეთი ინტერაქციული, ამიტომაც „ორვიქსს“ მკაცრად აქვს ნათქვამი უარი ყოველგვარ ჰიბრიდულ ან ონლაინ სწავლებაზე.

დიახ, ორვიქსი არის ადგილი, სადაც სწავლა მხოლოდ თეორია კი არა, რეალური პრაქტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, ამიტომაც მენტორები არიან კონკრეტული მიმართულების ექსპერტები, რომლებსაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

რა უპირატესობებს გვაძლევს „ორვიქსი“ და მისი პროგრამები:

ინდივიდუალური მიდგომა – მენტორი შენს საჭიროებებს ეცნობა და მასზე დაყრდნობით გაწვდის ინფორმაციას.

პრაქტიკული მუშაობა – არ ხდება უბრალოდ ინფორმაციის გაზიარება, არამედ მენტორი ხელსაწყოებს გაწვდის იმისთვის, რომ რეალურ ცხოვრებაში დანერგო ნასწავლი მიდგომები.

ნეთვორქინგი – ჯგუფში კანდიდატების მოხვედრა ხდება გასაუბრების საფუძელზე. მენტორები არჩევენ ისეთ მონაწილეებს, რომელთა სურვილებიც ემთხვევა ერთმანეთს. შედეგად, ვიღებთ ჯგუფს, რომლის წევრებიც თავადაც ეხმარებიან ერთმანეთს და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯგუფები კომპლექტდება არაუმეტეს 12 ადამიანისგან, რათა შენარჩუნდეს ეფექტური ინტერაქცია.

მუდმივი მხარდაჭერა – მენტორთან და პროგრამის სხვა მონაწილეებთან კონტაქტი კურსის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება, ეწყობა მასტერკლასები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მენტორების მონაწილეობით.

ვისზეა გათვლილი და რა მენტორული პროგრამების შესწავლა შეიძლება „ორვიქსში“?

ძირითადად, მონაწილეები არიან ისეთი ადამიანები, ვისაც უკვე დაგროვილი აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ სწრაფი, ნახტომისებური ზრდა სურს. ამ ეტაპზე, სასწავლო კლუბ „ორვიქსში“ შემდეგი პროგრამების გავლაა შესაძლებელი:

ალფა ტრანსფორმაცია მენეჯერებისთვის – 50-საათიანი ინტენსიური კურსი ლიდერობისა და მართვის უნარების გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს 4 მოდულს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და გაყიდვები.

მიყიდვის ხელოვნება – Pitching – ეს პროგრამა მიყიდვას დაგანახებთ 4 სხვადასხვა რაკურსით: პერსონალური გაყიდვები, იდეის მიყიდვა – pitching, მოლაპარაკების ტექნიკა და pitching გასაუბრებისას.

Personal Branding – პოზიციონირება საზოგადოებაში – თუ ქმნი კონტენტს ან გინდა, რომ შენი პერსონალური ბრენდი გახადო უფრო მოთხოვნადი, მაშინ ეს პროგრამა ზუსტად შენთვისაა.

One Man Marketing – უამრავ ადამიანს უწევს საკუთარ სტარტაპში მთლიანი მარკეტინგის დეპარტამენტის როლში ყოფნა. თავად უნდა გადაიღოს კონტენტი, დაამონტაჟოს, შექმნას დიზაინი, ქოფი და შემდგომ, ეს ყველაფერი „მეტას“ პლატფორმებზე გაარეკლამოს. ამ პროგრამის მიზანია, რომ დაეხმაროს ასეთ ადამიანებს უფრო ეფექტურად ამ საქმის კეთებაში, ასწავლოს განსხვავებული ხელსაწყოები და გაზარდოს მათი შრომის შედეგები.

თუ გინდა ნახტომისებური ზრდა, უნდა გახდე „ორვიქსელი“.

[R]

„ავტოინდუსტრიის ავანგარდში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელია“ – როგორია „თეგეტა ჰოლდინგის“ CMO-ს, ელენკა კოხრეიძის გეგმები

SpaceX-ის იდუმალი ნათება საქართველოშიც გამოჩნდა!