საზოგადოების ძალისხმევა მდგრადი მომავლისთვის უფრო და უფრო იზრდება, Mentos კი სვამს კითხვას: თუ ენოტებს შეუძლიათ გადამუშავება, რატომ არ შეგვიძლია ეს ჩვენ?
ეს კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) კვლევის შედეგები გაგვაცნო — ნარჩენებს ამერიკელთა მხოლოდ 32% გადაამუშავებს აქტიურად. ამგვარად, იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად მარტივია ნაგვის სათანადოდ გადაყრა, Mentos-მა ენოტების გუნდს 40-საათიანი წვრთნა ჩაუტარა. თანაც, ეს ცხოველები ცხოვრების უმეტეს ნაწილს ნაგვის ქექვაში ატარებენ…
თუ გაინტერესებთ, როგორი იყო ენოტების წვრთნის პროცესი, ეს ქვემოთ მოცემულ ვიდეოში დეტალურად არის ნაჩვენები. კულმინაციას კი მაშინ აღწევს, როცა ცხოველები Mentos Pure Fresh Gum-ის კონტეინერებს იღებენ და გადამამუშავებელ ურნაში ათავსებენ. თანაც, ბოლო მონაცემებით, ბოთლები 90%-ით მუყაოსგან არის დამზადებული.
ვიდეოში მთხრობელი ცხოველების გმირულ ქმედებებსაც აღნიშნავს და შეგვახსენებს, რომ მათ საპირისპირო თითებიც კი არ აქვთ… თუმცა კრისტალ ჩენი, Raccoon-ის ტრენერი Working Wildlife-ში, აღნიშნავს, რომ ის არ არის გაკვირვებული შედეგებით, რადგან ენოტები გენიალური ცხოველები არიან. იმედიც კი აქვს, რომ ადამიანებიც მიბაძავენ მათ…
თუმცა ამბავი აქ არ მთავრდება, Mentos-ს სურს, Raccoon Recycle Force-ის ტალანტი სხვებისთვისაც გახადოს ცნობილი — კომპანია ღიაა შეთავაზებებისთვის, გულშემატკივრებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ნოემბრამდე დარეკონ ან გაგზავნონ “RACCOONS” 1-833-RACYCLE-ზე, თუ, რა თქმა უნდა, სურთ, ეს ბეწვიანი ცხოველები თავიანთ ქალაქებშიც იხილონ. მეტიც, გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, TikTok-ზე ან Instagram-ზე ბრენდის სოციალური მედიის პოსტები შემდეგი ფრაზით დააკომენტარონ: I pledge to recycle და ჰეშთეგი #sweepstakes-ც გამოიყენონ.