15
May
2019

Menu.ge: „ყოველდღიური განვითარება – ეს არის ჩვენი დევიზი“

15 May 2019

Menu.ge-დან საკვების და სასმლის შეკვეთა, 450-ზე მეტი რესტორნიდან შეიძლება. ვებგვერდის საშუალებით, სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად, ყვავილებს, საჩუქრებს, ტკბილეულს, ფოირვერკებს, ცხოველების საჭმელსაც შეიძენთ.

 

კომპანია, ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, თუმცა, კომპანიის ისტორია, მათივე თქმით, ძალიან ცოტამ იცის.

თამარ არევაძე (დირექტორი): Menu.ge საქართველოს ბაზარზე, 2014 წლიდან ოპერირებს. იმ დროს, მსგავსი ონლაინ-სერვისები, საქართველოში, ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო. დღეში, 100 და 200 შეკვეთა უზარმაზარ მაჩვენებლად ითვლებოდა. აპლიკაციებისა და ვებგვერდების მიმართ საკმაოდ დაბალი ნდობა იყო. დღეს რომ ყოველი მეორე ბევრ რაღაცას ინტერნეტით იწერს, 5 წლის წინ ეს ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, ადამიანები „ონლაინ“ ნივთის/პროდუქტის შეძენის მიმართ ნდობას არ იჩენდნენ. დღემდე სირთულეს გვიქმნის სტერეოტიპი, რომ სახლში საჭმლის სახლში მომზადება, იაფი და უფრო ეფექტურია. ეს სტერეოტიპი ბოლომდე ვერ დავძლიეთ, თუმცა, მაინც ძალიან დიდი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მოკლედ, Menu.ge, 5 წლის წინ, რამდენიმე თანამშრომლითა და ათეულობით შეკვეთით დაწყებული ბიზნესი იყო, რომელმაც გაამართლა.

Menu.ge-ის დირექტორი თამარ არევაძე

როგორ შეძლო კომპანიამ პოპულარობის მოპოვება და განვითარება?

პოპულარობის მოპოვება სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად კი, სწორმა მარკეტინგმა. ჩვენ დავნერგეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე – უფასო მიტანა 3 კილომეტრის რადიუსში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და მიტანის სერვისი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. ვცდილობდით, მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რომ სინამდვილეში, საკვების მიტანით, არამარტო დრო, არამედ ფულიც იზოგება. ამისათვის ჩავუშვით გადაცემა „იუთუბზე“ – „ზურიკოა მოსული“. ასევე, ადამიანებს ვარწმუნებდით, რომ კურიერად მუშაობა სირცხვილი არ არის. თავდაპირველად, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამ პრობლემის დასაძლევად, შევქმენით პორტალი dasaqmdi.aq და ვიდეო კონტენტიც გავაკეთეთ. ამ ნაბიჯებმა შესაბამისი შედეგები მოიტანა, რის შემდეგაც მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი – „ფუდ პანდას“ შეძენა და ბაზარზე სრული ლიდერობის მოპოვება.

რამდენად მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში საკვების გამოძახების სერვისი და რა წვლილი შეიტანა Menu.ge-მ ამ სფეროს განვითარებაში?

დღეს, საკვების გამოძახება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ლომის წილი ამ მიმართულებით ჩვენ კომპანიას ეკუთნის. ამჟამად უამრავი კონკურენტი გგვყავს, თუმცა, ბაზარი ამ კონკურენტებისთვის ზუსტადაც, რომ ჩვენ შევქმენით. რა თქმა უნდა, არავინ დაობს, რომ თითოეული კომპანიის მეშვეობით ბაზარს ახალი კომპანიები ემატება, თუმცა, პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ყველაზე რთულია. ზუსტად ეს გააკეთა Menu.ge-მ.

რა განაპირობებს თქვენი მომსახურების ხარისხს?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Menu.ge ერთი ოჯახივითაა. ყველა გამოწვევა და პრობლემა თითოეულ თანამშრომელს ეხება და მათ გადაჭრაში ყველა ვიღებთ მონაწილეობას. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად გულისყურით მივუდგეთ. ამმიტომ, ყველა პრობლემის გადაჭრა ხდება მისი ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინაც კი, როცა ვხედავთ, რომ პრობლემა არც ჩვებგან და არც რესტორნისგან არ არის გამოწვეული, სრულ პასუხისმგებლობას მაინც ჩვენს თავზე ვიღებთ. მომსახურების ხარისხს განაპირობებს ისიც, რომ ძალიან კვალიფიციური გუნდი დგას ამ საქმის უკან.

Menu.ge-ის გუნდი

ამბობთ, რომ განვითარდით და მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობთ, როგორ ახერხებთ ამ ხარისხის შენარჩუნებას?

ყოველდღიური განვითარება – ეს არის ჩვენი დევიზი.  ვიცით, რომ შეიძლება, რაღაცები მოკლე დროში, არ გამოგივიდეს, ან ძალიან ბევრი რამ გვქონდეს დასახვეწი. თუმცა, ცდის გარეშე, არაფერი კეთდება. ხარისხის შენარჩუნება ხდება ყოველდღიურად აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებითა და განვითარებისთვის მუშაობით.

ბაზარი ყოველ დღე ვითარდება, 5 წლის წინ თუ მხოლოდ Menu.ge ოპერირებდა, ახლა არაერთი კომპანია გამოჩნდა. როგორ შეხვდით ამ გამოწვევას?

კონკურენცია წარმოუდგენლად მაღალია. თუმცა, ჩვენთვის ეს ახალი შესაძლებლობა უფროა, ვიდრე წუხილი. ამას აღვიქვამთ, როგორც ბაზრის ზრდას და გვიხარია, რომ ასეთი დიდი გზა გავკვალეთ. თანმიმდევრულად ვვითარდებით და ჩვენს რიტმს მივყვებით. ვცდილობთ, მომხმარებელს სიახლეები ყოველდღიურად შევთავაზოთ. ასეთია, მაგალითად, უკვე ჩაშვებული დრონით მიტანის სერვისი, რომელიც, საავიაციო სააგენტოსთან ყველა დეტალის შეთანხმებისთანავე, სრულად ამოქმედდება. ასევე, „მენიუ ბოტი“ – ეს არის „მესენჯერ ბოტი“, რომლის მეშვეობითაც შეკვეთა „ფეისბუქიდან“ გაუსვლელად არის შესაძლებელი.

Menu.ge-ის დრონი, რომელსაც მომხმარებელთან შეკვეთა მიაქვს

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

წინ ბევრი სიახლეა. ივნისის შუა რიცხვებიდან ჩვენი აპლიკაცია საბოლოოდ განახლდება და აბსოლუტურად ავტონომიური და დამოუკიდებელი იქნება. ეს კიდევ უფრო შეამცირებს მიტანის დროს და გაზრდის ხარისხს. ვფიქრობთ, ზაფხულის ბოლოდან, სრულად ავამოქმედებთ დრონით მიტანის სერვისს, რითიც უფრო მეტად დავზოგავთ მომხმარებლების ხარჯებს.

 

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა