in

Menu.ge-ს განახლებული აპლიკაცია და „ქეშბექი“ ყველა მომხმარებლისთვის

საჭმლის მიტანის ბაზარზე ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშემ Menu.ge სრულიად ახალი და თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვილი აპლიკაცია გამოუშვა. აპლიკაცია სამ ენაზეა ხელმისაწვდომი, როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

BOG
BOG

 

გამარტივებული და თანამედროვე აპლიკაციის გარდა, Menu.ge მომხმარებელს „ქეშბექის“ ახალ სისტემასაც სთავაზობს, რომელიც 3 მარტიდან დაიწყო. ამ დღიდან, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ყველა შეკვეთის 5%-ის დაგროვება Menu.ge-ს ანგარიშზე და შემდეგ, დაგროვებული ბონუსებით უფასო შეკვეთების განთავსება.

რაც შეეხება აპლიკაციას, პირველი და ყველაზე თვალშისაცემი სიახლე, რაც Menu.ge-ს ახალ აპლიკაციას გააჩნია, მისი დიზაინია. შეიცვალა, როგორც აპლიკაციის გამოსაძახებელი ღილაკი, ისე სრული დიზაინი. ღილაკები და ზოგადი ვიზუალი კორპორატიულ ფერში – ტექნოლოგიურ წითელსა და ვარდისფერშია გადაწყვეტილი, რაც საკმაოდ აიოლებს ღილაკების აღქმას და მარტივი ხდება სხვადასხვა ფუნქციის გამოძახება.

გამარტივდა და გამრავალფეროვნდა რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ფეისბუქით, ასევე Gmail-ის მომხმარებლის შეყვანითაც, რის შემდეგაც ეთითება ტელეფონის ნომერი და მოდის დადასტურების კოდი.

ასევე, უნდა აღინიშნოს რუკის ახალი და თანამედროვე ვერსია, რომელიც თბილისისა და სხვა ქალაქების დეტალურ და განახლებულ რუკებს შეიცავს, რაც გაცილებით აიოლებს მისამართის სწორად მითითებას. ნავიგაციის ღილაკზე დაჭერით კი მომხმარებელი ზუსტად თავის ლოკაციას ნიშნავს, რაც აპლიკაციების წინა ვერსიებთან შედარებით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

მისამართის დადასტურების შემდეგ იშლება შეკვეთის პანელი. უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციაში ინტეგრირებულია გამარტივებული ძებნის ფუნქცია, რაც სრულად შეესაბამება დიზაინის თანამედროვე მოთხოვნებს.

ყურადღებამისაქცევია კატეგორიების ჰორიზონტალური განლაგება, რაც ასევე, წინა ვერსიებთან შედარებით, საკმაოდ მოსახერხებელი და მარტივია. მომხმარებელს შეუძლია ზედმეტ ღილაკებზე დაჭერის გარეშე აირჩიოს სასურველი მათგანი ისეთ კატეგორიებს შორის, როგორიცაა დიდი ფასდაკლებები, ყველაზე პოპულარული რესტორნები თუ სხვა.

მნიშვნელოვანი სიახლეებია რესტორნების ინფორმაციის კუთხითაც. რესტორნის სივრცეში მოთავსებულია, როგორც რესტორნის სამუშაო საათები, ისე მისი რეიტინგი და მიტანის ღირებულება, რაც ძველ ვერსიებში სხვადასხვა ადგილას იყო განლაგებული, ახლა კი, მომხმარებელს შეუძლია ყველაფერი ერთ სივრცეში ნახოს ნახოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ელემენტია თითოეული რესტორნის სივრცეში, მაინც საკმაოდ მარტივია საჭირო ინფორმაციის მიღება.

სასურველი რესტორნის არჩევის შემდეგ ხდება კერძების არჩევა. აქაც განახლებულია ვიზუალური მხარე, კერძოდ ჩანს რომ მოხდა კერძების გამოსახულებების სტანდარტიზაცია, რაც თვალისთვის ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია. კერძები ღილაკის ერთი დაჭერით პირდაპირ კალათაში ხვდებიან, რომელიც მოთავსებულია ნოტიფიკაციების ღილაკის გვერდით. კალათის დიზაინიც შეცვლილია, მარტივად იძებნება და აკლდება კერძები, ასევე არის საინტერესო ფუნქცია, რომლითაც საყვარელი კერძების მონიშვნა ხდება – ბურგერები, პიცა, ხინკალი და ა.შ. ამ ფუნქციით სამომავლო შეკვეთის განხორციელებისას იზოგება დროც და ენერგიაც, რაც ორმაგად სასიამოვნოა.

კალათიდან კი უკვე გადავდივართ ყველაზე კარგ ნაწილში – შეკვეთის დადასტურებაში, სადაც ვუთითებთ შეკვეთის განსაკუთრებულ დეტალებს – ინგრედიენტების დამატებას ან ამოღებას, მისამართის დეტალებსა თუ ბონუსის კოდს. და „ვუალა“! შეკვეთა გაკეთებულია!

შესაჯამებლად, შეიძლება ითქვას, რომ ეს აპლიკაცია არის თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების გამოძახილი და ეხმაურება მომხმარებლის იმ რეკომენდაციებს, რომლებიც Menu.ge-მ 5 წლიანი გამოცდილების განმავლობაში მოაგროვა. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში კიდევ უფრო დახვეწს ამ აპლიკაციას, რაც უკეთესი იქნება, როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი ერთგული და ახალი მომხარებლებისთვისაც.

პარტნიორის კონტენტი 

„ჩვენ კულინარიული შოუს სტანდარტი შევცვალეთ“ – „მასტერშეფი“ ბრუნდება

Sony World Photography 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ