15
Apr
2019

Menu.ge-ზე შეკვეთა Facebook ბოტით იქნება შესაძლებელი

15 Apr 2019

დღეიდან, Menu Bot-ის მეშვეობით საკვების შეკვეთა შესაძლებელი გახდება. აქამდე Menu.ge-ს მეშვეობით შეკვეთა ზარით, აპლიკაციითა და ვებგვერდის საშუალებით იყო შესაძლებელი. დღეს კი ეს ფუნქცია უკვე Facebook Messenger-ითაც შესაძლებელია.

მესენჯერის მომხმარებელი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რითაც ჩვეულებრივი მომხმარებელი სარგებლობს, კერძოდ: უფასო მიტანა 3 კილომეტრის რადიუსში, 24 სააათიანი სერვისი და მიტანა ნებისმიერი ადგილიდან.

ჩვენი ბოლო დროის ნოვატორული მიდგომები, როგორიცაა დრონის მიტანა და უკვე ჩატბოტი, იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად მოახერხოს საკვების შეკვეთა და ზოგადად, ჩვენი სერვისებით სარგებლობა. დღეს კომუნიკაციის ძალიან დიდი ნაწილი გადასულია Facebook Messenger-ში, შესაბამისად, დღეიდან მეგობრებთან ჩათაობის პარალელურად, მომხმარებელი Menu.ge-ზე შეკვეთასაც შეძლებს“, – Menu.ge-ს დირექტორი, თამარ არევაძე.

Menu Bot-ით შეკვეთა პირველ ეტაპზე 10 რესტორნიდან იქნება შესაძლებელი:

1. Sushi24.ge – გაუყინავი თევზისა და მხოლოდ უახლესი პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი სუში, როლები, ვოკი და ჰავაის სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძი პოკე შეგიძლიათ დააგემოვნოთ Sushi24.ge – ში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს თბილისსა და რუსთავში, ან რესტორან Fish and Wine-ში, ფალიაშვილის 60-ში.

  1. შაურმაქლაბი – მთელ თბილისში განაწილებული სწრაფი კვების ობიექტი, რომლის შეკვეთაც უკვე ძალიან მარტივი და მოსახერხებელი გახდა მენიუ ბოტის მეშვეობით.
  2. ხინკლის სახლი– მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო უკვე ხელმისაწვდომია მენიუ.ჯის ბოტის მეშვეობით.
  3. ჩემო კარგო– ქართული და ევროპული უგემრიელესი და მრავალფეროვანი კერძები.
  4. დარათანი – აფრიკული სამზარეულოს გამორჩეული წევრი ჩვენს რესტორნების სიაში. ეგზოტიუკური კერძები და დაუვიწყარი გემოები.
  5. ფაირვოკი – საუკეთესო ლაფშა ქალაქში და უსწრაფესი მომსახურება, უკვე მენიუ ბოტის მეშვეობითაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
  6. ბურგერ სითი – რა იქნებოდა ჩვენი ჩამონათვალი უგემრიელესი ბურგერების გარეშე. დიდი პორციები და უახლესი ხორცი – ეს სითი ბურგერია და ისიც მენიუ ბოტშია!

[R]

განხილვა