in

Menu.ge შეკვეთის მიტანის საფასურს აუქმებს

Menu.ge, 3 კილომეტრის რადიუსში გაკეთებული შეკვეთის მიტანის საფასურს აუქმებს. კომპანია, მომხმარებელს სიახლეს 11 მარტიდან  სთავაზობს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=2151947674887864″ width=”720″ height=”405 ” onlyvideo=”1″]

 

როგორც Menu.ge-ს დირექტორი, თამარ არევაძე ამბობს, მათი მიზანია, შეკვეთის ადგილზე მიტანის მომსახურება, მაქსიმალურად, კომფორტული იყოს.

„გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმოქმედებს მიტანის სიჩქარეზე, რაც ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორც ბაზრის ლიდერისთვის. ასევე, ვფიქრობ, რომ მომხმარებლისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. დღეს, ჩვენი მეშვეობით, საკვების შეკვეთა, 24/7-ზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი, როგორც სატელეფონო ზარის, ისე ვებგვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით. დედაქალაქის გარდა, შეკვეთა შესაძლებელია შემდეგი ქალაქებიდან: ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და გორი“, – ამბობს თამარ არევაძე.

შეგახსენებთ, Menu.ge არის Menu Group UK-ის წევრი და საქართველოს ბაზარზე, უკვე 5 წელია ოპერირებს.

[R]

„ბიზნეს – ამქარი”, ანუ აკადემია ბიზნესისათვის – GIPA-ს და TBC-ის ერთობლივი პროექტი

IKEA-ს კამასუტრა საძინებელი ოთახისთვის