in

Menu Group – სწრაფი მიტანის სერვისი და სისტემა, რომელიც 1000-მდე ობიექტს აერთიანებს

Menu Group არის მიწოდების ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკვების, ყვავილების, სადღესასწაულო ტორტების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების და სხვა პროდუქტების თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანას. რესტორნებთან და მაღაზიებთან თანამშრომლობით, ეს სერვისი საქართველოში 2014 წლის ოქტომბრიდანაა ხელმისაწვდომი. კომპანია Menu Group თავად ბრიტანული წარმოშობისაა და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებისა და ვენჩერული ფონდების მიერ, აქციონირებად ჰოლდინგს წარმოადგენს. Menu Group-მა მიწოდების პირველი მოთხოვნა 2012 წლის ოქტომბერში, ერევანში მიიღო. ამ ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა კომპანიის სტრუქტურასა და მიზნებში, მათ შორის 2016 წელს, მინსკში დაფუძნებული menu.by-ც შეიძლება ჩაითვალოს. კომპანია წარმატებული მიწოდების სისტემა და ელექტრონული კომერციის (ელ.კომერცია) ნიმუშია. რა გეგმები აქვს Menu Group-ს საქართველოში და როგორია ელ. კომერციული საერთაშორისო კომპანიის ქართული გამოცდილება, ამ საკითხებზე მარკეტერი Menu Group-ის ერთ-ერთ მმართველს – სტეპან ასლანიანს ესაუბრა:

BOG
BOG

 


M:
რომელ ქვეყნებში ავრცელებს თქვენი კომპანია მიწოდების სერვისს და დაახლოებით, რამდენ ობიექტთან თანამშრომლობით იქმნება თქვენი მომსახურება?
Menu Group არის ერთ-ერთი მოწინავე ჰოლდინგი სარესტორნო ბაზარზე ყოფილი დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე (ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), გარდა რუსეთისა. ამ ეტაპზე, ვაერთიანებთ 1000-მდე რესტორანსა და მაღაზიას 8 ქალაქში და 3 ქვეყანაში საქართველო –  menu.ge, სომხეთი – menu.am, ბელარუსია –menu.by.

M: დღეისათვის, რა არის menu.ge-ს მთავარი მიზანი, რამდენი თანამშრომელი გყავთ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ?
მენიუ ჯგუფის მისიაა “Delivering Joy. Every day” ბედნიერების ადგილზე მიტანა. ყოველ დღე”, ასე რომ, მთელი ჩვენი ყურადღება ეთმობა ჩვენი მომხმარებლებისა და  პარტნიორებისთვის საუკეთესო სერვისის გაწევას და მის უწყვეტ გაუმჯობესებას. Menu Group-ის ჯგუფი მოიცავს 500 ადამიანს, მათგან, 130 არის საქართველოში. ამ წლის ბოლოსთვის კი, ქართული ჯგუფის რიგები 200 ადამიანამდე გაიზრდება.

M: თქვენი დაკვირვებით, რა სპეციფიკა ახასიათებს ქართულ ბაზარს, ბელორუსული და სომხური ბაზრისგან განსხვავებით ?
თითოეულ დსთ-ს ყოფილ ქვეყანას, სადაც ჩვენ ვახორციელებთ ან ვაპირებთ მომსახურების გაწევას, აქვს მრავალი მსგავსი ჩვევა და მენტალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი განმასხვავებელი მახასიათებლები. საქართველოს შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დროის ყველაზე ხშირად შეკვეთადი და ნომერ პირველი პროდუქტი არის ხინკალი. გვიკვეთავენ ნებისმიერი მიზეზით და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მიტანის დროის მხრივ, საქართველოში, უფრო მეტი შეკვეთა ხორციელდება საღამოს საათებში, სამუშაო დღეების განმავლობაში. დანარჩენ ორ ქვეყანაში, საღამოს შეკვეთებს ვიღებთ, მეტწილად, დასვენების დღეებში, ხოლო მიტანის ძირითადი მოთხოვნა არის ლანჩის დროს. შეკვეთის გზებს რაც შეეხება – საქართველოში, სატელეფონო შეკვეთების რაოდენობა არის პირველ ადგილზე, სომხეთის და ბელორუსის, ონლაინ შეკვეთებთან შედარებით.

M: ელ. კომერცია არის ძალიან პოპულარული და სწრაფი გზა პროდუქტის მისაღებად. რა თქმა უნდა, ის ვითარდება საქართველოშიც, რას ფიქრობთ, როგორია თქვენი როლი ამ საკითხში?
მომხმარებელთა გადმოსახედიდან, ელ. კომერცია იძლევა უკეთეს არჩევანს, სისწრაფესა და მოქნილობას. ბევრ ქვეყანაში, ელ. კომერციამ უკან მოიტოვა ვაჭრობის უდიდესი ტრადიციული მეთოდები, იგივეა მოსალოდნელი ჩვენს ბაზარზეც. დღეისათვის, ეს გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს, ამა თუ იმ, სტარტაპის გასაზრდელად, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ მზად იმ სწრაფი ცვლილებებისთვის, რომელიც ყოველ დღე, ჩვენ გარშემო ხდება. ჩვენი კომპანია არის ძალიან გამჭვირვალე და ღია გამოცდილების გასაზიარებლად და რა თქმა უნდა, ამ სფეროში სხვების გამოცდილების დასანახად. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ელ. კომერციული ერთეული, თამაშობს დიდ როლს ონლაინ ბაზრის განვითარებისა და ზრდის საკითხში. ონლაინ ბაზრის ზომა და შეჯიბრებადობა იძლევა საკუთარი სერვისისა და ტექნოლოგიის განვითარებაზე ფიქრის აუცილებლობას.

M: როგორ მუშაობს menu.ge-ს მიტანის სერვისი? თქვენი მომსახურება მოიცავს მხოლოდ თბილისს თუ სხვა ქალაქებსაც? როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით?
Menu.ge აერთიანებს 350-ზე მეტ რესტორანსა და მაღაზიას თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ხოლო, მიტანა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით და დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. მაგალითად, ყვავილები შეგვიძლია მივიტანოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომლის მიხედვითაც, ვაპირებთ ვითანამშრომლოთ საქართველოს ძირითად ქალაქებში მდებარე რესტორნებთან. ცენტრალურ ზონებში, მიტანა ხორციელდება Honda მოპედების მეშვეობით, დანარჩენი მიწოდებები ხდება ჩვენი მძღოლების მეშვეობით, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი მანქანები. ძალიან მალე, ჩვენ გვექნება ველოსიპედით მიტანის სერვისიც, მცირე დისტანციებზე, ასე რომ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ან გამოგვიგზავნონ განაცხადი ვაკანსიის თაობაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას AI (artificial intelligence) და ალტერნატიული მიტანის მეთოდების მიმართულებით, დეტალები ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში.

M: როგორია თქვენი მომსახურების მიღების პირობები და რა ვადებშია მიწოდება შესაძლებელი?
შეუძლიათ შეგვიკვეთონ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. გვაქვს მიწოდების ორი რეჟიმი 1) რაც შეიძლება სწრაფად; 2) წინასწარ მითითებადი მიწოდების დრო და თარიღი. ჩვეულებრივ, მიწოდების დრო შეადგენს 40-45 წუთს, რაც დამოკიდებულია კერძის მომზადების დროზე, ასევე, მანძილზე რესტორანსა და თქვენს მითითებულ მისამართს შორის. თბილისა და ბათუმში რესტორნებიდან მიწოდების ღირებულებაა 3 ლარი. რუსთავის რესტორნებიდან რუსთავში მიწოდების ღირებულებაა 2 ლარი.

M: რაც შეეხება პარტნიორობის მსურველ რესტორნებსა თუ მაღაზიებს, როგორ შეუძლიათ მათ თქვენთან თანამშრომლობის მიღწევა?
ჩვენ ვუკავშირდებით ახალ რესტორნებსა და მაღაზიებს ყოველდღიურად და მათ ჩამონათვალში მოხვედრა ადვილია. ამისათვის, პარტნიორებს არ სჭირდებათ ხარჯების გაწევა. რესტორნებსა თუ მაღაზიებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, აქვთ ხარჯები მხოლოდ გაყიდვებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დამატებითი, სარეკლამო სერვისები, რომლითაც უზრუნველვყოფთ მათი პროდუქციის მიტანის მოთხოვნას. ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია ნახოს „გახდი პარტნიორის” ბმული ჩვენი ვებგვერდის მთავარ პანელში. სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ, ჩვენი გაყიდვების წარმომადგენელი ძალიან სწრაფად დაუკავშირდება მათ.

[R]

Jaguar-ის შთამბეჭდავი პერფორმანსი და ავტომობილი DJ-ის ფუნქციებით

2017 წლის „კანის კრეატიული ფესტივალისთვის“ Adidas-ის პროგრამა ცნობილია