Taschen-მა გამოუშვა ახალი წიგნი, რომელიც იკვლევს მენიუს დიზაინის ვიზუალურ ისტორიას 1800-2000 წლებში. ავტორი სტივენ ჰელერი, MFA Design პროგრამის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა ვიზუალური ხელოვნების სკოლაში. ეს პუბლიკაცია არის „კულინარიული და გრაფიკული მოგზაურობა ევროპაში“.
მე-19 საუკუნიდან დაწყებული, წიგნი გვთავაზობს მენიუს დიზაინის ადრეულ მაგალითებს, როცა რესტორნის მენიუს იდეა იწყებდა პოპულარობის მოპოვებას მთელ კონტინენტზე. წიგნის უძველესი მენიუ 1808 წლით თარიღდება და ეკუთვნის პაბს, სახელად The Bailey, დუბლინში ცნობილ დაწესებულებას, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც „პოლიტიკური და ლიტერატურული საქმიანობის ცენტრი”. ეს უაღრესად ძველი მენიუ უკვე გვიჩვენებს მხატვრული ძალისხმევის ნიშნებს, ერთ მხარეს ტექსტური ილუსტრაციების სერიაა, რომელიც შექმნილია მკითხველის გასართობად.
ასევე წიგნში ვხვდებით მენიუს დიზაინის სწრაფ განვითარებას, რადგან ნამუშევრები ნაკლებად მორთული ხდება და შრიფტები თანდათან გადაიქცევა სერიფებიდან სანსერიფებად. როდესაც ფრანგული სამზარეულო იწყებს კულინარიულ სამყაროში ცვალებადობას, სტილი და მიდგომებიც უფრო მრავალფეროვანი ხდება.
დღესდღეობით ფიზიკურ მენიუებს კონკურენციას უწევს QR კოდები და ციფრული მენიუები. ისინი რესტორნების მფლობელებს მეტ მოქნილობას აძლევს და ბიუჯეტსაც ზოგავს. მენიუში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მარტივად ხდება შესაძლებელი მისი განახლება, განსხვავებით ბეჭდური მენიუებისგან. მიუხედავად ამისა, მენიუებმა და მათმა დიზაინმა სადილი ერთგვარი ხელოვნებად აქცია და კულინარიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.