in

მზეზე მეორე გიგანტური ხვრელი გაჩნდა!

ანუ მზის ქარები პარასკევს დედამიწისკენ აიღებს გეზს…

მზის ზედაპირზე გიგანტური ხვრელი გამოჩნდა და ის პარასკევს 2.8 მილიონი კილომეტრი/საათი სიჩქარით მზის ქარებს გამოგზავნის დედამიწისკენ. ეს ხვრელი დედამიწაზე 30-ჯერ დიდია…

როცა ის ბრუნვას იწყებს, ჩვენ წინაშე კიდევ ახალი გიგანტური კორონალური ხვრელი ჩნდება. ეს უკანასკნელი კი კოსმოსში მზის ქარებს გზავნის, რასაც თანამგზავრების განადგურება შეუძლია და საოცარი ავრორების გამომჟღავნებაც, თუ დედამიწამდე მოაღწევს. მეცნიერები კოსმოსში არსებული ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე სწორედ ამ ფაქტის გამო არ წუხან, რომ ეს მათ საშუალებას მისცემს, დედამიწაზე ავრორები ნახონ. 

მზის ხვრელები საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, მაგრამ, როგორც წესი, მზის პოლუსებისკენ ჩნდება. როცა აქტივობის პიკშია, რაც დაახლოებით 11 წელში ერთხელ ხდება, მეტად სავარაუდოა, რომ ხვრელები უკვე პოლუსებისკენ კი არა, მზის ეკვატორთან ახლოს გამოჩნდეს. კოსმოსური ფიზიკის პროფესორის მეთიუ ოუვენსის თქმით, ეს იმის გარანტიასაც გვაძლევს, რომ დედამიწაზე სწრაფი ქარები იქნება, რომელსაც პარასკევისთვის ან შაბათ დილით ელიან.

იმის გამო, რომ ეს ქარები ჩვენს დამუხტულ ატმოსფეროსთან ურთიერთობს, მათ უფრო ნათელი ავრორების წარმოქმნა შეუძლია… ამასთან, ყოველთვის რთულია კოსმოსური ამინდების ზუსტად წინასწარმეტყველება. 

ჩვენ ნამდვილად არ ვართ კარგები კოსმოსური ამინდის წინასწარმეტყველებაში, სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ბევრს ამის გასაგებად თეორიული ფიზიკის, პლაზმის სიმულაციების, სუპერ კომპიუტერებისა და ESA-NASA-ს ერთობლივი Solar Orbiter-ის მისიის უახლესი დაკვირვებების დახმარებით, — აცხადებს დანიელ ვერშარენი, ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს უნივერსიტეტი Certiport Pearson VUE-ის ავტორიზირებული პარტნიორი გახდა!

ყველაფერი კარგი! – ამბავი All Good-ზე, პასუხისმგებლიან ეკო-ბრენდზე