ქეი ეფ სი საქართველო რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს – კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეთოთხმეტე ობიექტი გახსნა.
ქეი ეფ სის ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის N29-ში, სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლში” უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ), კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო, სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ქეი ეფ სის რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ბათუმის „გრანდ მოლში” მდებარე რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად, 10 საათიდან – 22:00 საათამდე. იმავე საათებში იქნება შესაძლებელი მიტანისა და თან წაღების სერვისით სარგებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქეი ეფ სის რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
[R]












