in

X სხივებით მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ალმასი აღმოაჩინეს!

ძვირფასი ქვების სამყაროში საოცარი აღმოჩენა გააკეთეს — ბოტსვანაში 2 492-კარატიანი ალმასი იპოვეს, რომელიც მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ალმასის ტიტულს ითავსებს. ამ აღმოჩენას მხოლოდ ერთი ქვა სჯობნის — ლეგენდარული Cullinan 3106 კარატით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს აღმოაჩინეს… 

ეს ამბავი კი Karowe Mine-ში მოხდა, რომელიც კანადური კომპანიის Lucara Diamond Corp-ის დაქვემდებარებაშია. მათ ეკუთვნით სხვა შესანიშნავი აღმოჩენებიც, რომელთა შორისაა 1 758-კარატიანი Sewelo-ს ალმასი და 1 109-კარატიანი Lesedi La Rona.

ახლახან აღმოჩენილ ქვას კი განსაკუთრებულს უწოდებენ, რომელიც X-სხივების ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს. დაახლოებით რომ აგიხსნათ, კომპიუტერი სკანირებისა და სურათებისგან მიღებულ მონაცემებს ამუშავებს და ადგენს ქვებს ფორმისა და სიმკვრივის მიხედვით. თუ სიმკვრივე ახლოსაა ალმასის მონაცემებთან, ჰაერის ნაკადი მას მსგავს კანდიდატთა სივრცეში აქცევს…

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ამ არაჩვეულებრივი 2 492-კარატიანი ალმასის აღმოჩენით. ეს არამარტო გვაჩვენებს Karowe Mine-ის შესანიშნავ პოტენციალს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ ინვესტიციაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თანამედროვე XRT ტექნოლოგიაში ჩავდეთ. ასეთი მასიური, ხარისხიანი ქვის აღდგენის უნარი ჩვენი მიდგომის ეფექტურობას ადასტურებს…, — აცხადებს უილიამ ლემბი, Lucara-ს CEO.

მეცნიერებმა მთვარეზე მაგმის ოკეანის ნიმუშებს მიაგნეს

Nexia 4SME “საქართველოს სტარტაპ სამიტისა და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრის“ ოფიციალური სპონსორია