ათწლეულების განმავლობაში შუქნიშანი უცვლელი რჩებოდა, თავისი ფორმით თუ ფერებით — წითელი, ყვითელი, მწვანე. მძღოლებმა კი ინსტინქტურად იციან, რას წარმოადგენს თითოეული ფერი, მაგრამ რა მოხდება თუ მეოთხე ელფერიც იარსებებდა?
სწორედ ამის რეკომენდაციას იძლევიან კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები. ისინი ამტკიცებენ, რომ გარკვეულ სატრანსპორტო კვეთაზე თეთრი განათების დამატებამ, შეიძლება, საცობების შემსუბუქებას შეუწყოს ხელი. ეს ინიციატივა თვითმართვადი მანქანების მატებას უკავშირდება — როდესაც ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ჯგუფი (AVs) ჩერდება გზაჯვარედინზე, ისინი ურთიერთქმედებენ როგორც ერთმანეთთან, ისე შუქნიშნის სისტემასთან, რათა შესაბამისი კოორდინაცია შეძლონ. ხოლო შუქნიშანზე თეთრი ფერი იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ახლა ავტონომიური მანქანების მოძრაობის დროა.
რადგანაც თვითმართვადი მანქანები ყველ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული არ არის, მკვლევრებმა ეს ფაქტორიც გაითვლისწინეს: თუ გზაჯვარედინზე გაჩერებული მანქანების უმეტესობა არ არის ავტონომიური, შუქნიშანი ჩვეულ „მწვანე, ყვითელი და წითელი“ ფერების სისტემას უბრუნდება და თეთრი შუქი არ აინთება. როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, კომპიუტერულ სიმულაციებზე დაყრდნობით, ეს ახალი მეთოდი საცობებს მინიმუმ 90%-ით შეამცირებს.
აქვე ისიც აღნიშნეს, რომ მეოთხე ფერი აუცილებლად თეთრი არ უნდა იყოს, არამედ მნიშვნელოვანია, რაიმე უნივერსალური სიმბოლო შეუსაბამონ.