ახალი წელი ყოველი ახლის დასაწყისია და ეს პერიოდი საინჟინრო სფეროში მოღვაწე კომპანია „მეპერსმა” კარგად გამოიყენა – საზოგადოების წინაშე განახლებული ბრენდინგითა და თამამი განაცხადით წარდგა.
„მეპერსი” საქართველოში მოქმედი კომპანიაა, რომელიც საინჟინრო კომუნიკაციების სრულ პროექტირებას, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების აღჭურვილობის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომი მოვლის სერვისს გთავაზობთ. მის მომსახურებაში ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟიც შედის. ის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებასა და არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის. 2024 წელს კი ამბიციური სამოქმედო გეგმით შეხვდა და ახალი ვიზუალური იდენტობითაც გამოჩნდა ქართველი მომხმარებლის წინაშე. მეპერსში აცხადებენ, რომ სურთ, ასოცირდებოდნენ ერთადერთ MEP (mechanical, electrical and plumbing) სისტემების სრული სერვისის მიმწოდებელ კომპანიასთან საქართველოში, რომელიც ყველაზე შემოქმედებითად უდგება საქმეს და ნებისმიერ არასტანდარტულ იდეას რეალურ პროექტად აქცევს.
„2024 წლიდან კომპანიამ ამბიციური გეგმები დაისახა – ჩვენ გვსურს არა მარტო ადგილობრივი ბაზრის წილის გაფართოება, არამედ რეგიონული პროექტების მეტი დატვირთვით აღებაც. ასევე, კიდევ უფრო მეტ დროს დავუთმობთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რაც კომპლექსური პროექტების განხორციელებისთვის საჭირო თანამედროვე ხელსაწყოებს იძლევა. კომპანიის ამ ახალ ეტაპზე გადასვლამ გააჩინა საჭიროება, შექმნილიყო შესაბამისი ბრენდპლატფორმა, განისაზღვრა ბრენდკონცეპტი და სლოგანი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ვიზუალური სტილი და იდენტობა. მოხდა ლოგოს ადაპტაცია – ის უფრო მინიმალისტური და თანამედროვე გახდა. შევინარჩუნეთ სიმბოლო და სამი ხაზი, რომელიც MEP აბრევიატურიდან თითოეულს შეესაბამება. შევარჩიეთ ფერების პალიტრა, რომელიც უფრო მკვეთრია და ბრენდის ამბიციურ განაცხადს ეხმიანება, ასოცირებულია კრეატიულობასთან და ტექნოლოგიებთან”, – ივა კონტრიძე, მეპერსის აღმასრულებელი დირექტორი.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი განმასხვავებელი ბაზარზე არის ის, რომ მომსახურება იწყება მომხმარებლიდან და არა პროდუქტებიდან”, – ამბობენ მეპერსში. ამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტების შეთავაზება, რომლებიც მაქსიმალურად მათი დამკვეთის საჭიროებაზე იქნება მორგებული. მეპერსში გამოწვევებს არ უშინდებიან და ისეთ საქმეებსაც კი ეჭიდებიან, რომლებიც, ერთი შეხედვით, არარეალურ იდეად შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს მიდგომა ბრენდის დაპირებიდან მომდინარეობს, რომელიც გვეუბნება, რომ MEP ინჟინერიის წარმოუდგენელი იდეების რეალობად ქცევა სავსებით შესაძლებელია.
იმისთვის, რომ იდეა რეალობად, გამოწვევა კი წარმატებად გარდაიქმნას, შესაბამისი პროფესიონალიზმია საჭირო, რაც მეპერსის კიდევ ერთი ნიშაა. კომპანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან არის დაკომპლექტებული, რომელთაც MEP სისტემებზე მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვთ. ეს განაპირობებს თითოეული პროექტის მაღალ ხარისხსა და დონეს, იმას, რომ ყოველი მათგანი უხარვეზოდ ჩაბარდეს დამკვეთს.
შემოქმედებითი მიდგომა და ტექნოლოგიური გადაწყვეტა თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ინდუსტრიისთვის საჭირო ელემენტებია. ამ ტენდენციას არ ჩამორჩება MEP დარგიც, რაც კარგად აქვს გააზრებული მეპერსის გუნდს და ინოვაციას თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს. კრეატიული გუნდი კარგად ერკვევა ახალ ტექნოლოგიებში, რაც საშუალებას აძლევს, სწრაფად და მორგებულად იპოვოს გადაწყვეტა ნებისმიერი MEP გამოწვევისთვის. ინოვაციურობა, შემოქმედებითობა, მუდმივი მოქმედება და ტექნოლოგიური ხედვა – ბრენდის კონცეფციის ნაწილებია და ამ ნაწილების ერთმანეთზე დაშენებით, საბოლოოდ, ისეთი პროექტები მიიღება, რომლებიც მომავალს აწმყოდ გარდაქმნის, მეპერსის მომხმარებელს კი კმაყოფილს ტოვებს.
„სწორედ შემოქმედებითი მიდგომისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების სინთეზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად განვაცხადოთ – ნებისმიერ იდეას გარდავქმნით რეალობად სწორედ მაშინ, როდესაც მომხმარებელს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გარდაქმნა – განახლებაა, ახალი ხედვა და მუდმივი მოქმედება, მეპერსს ყოველდღიურობაში შემოაქვს აუცილებელი პოზიტიური ცვლილებები. ჩვენთვის ამოუხსნელი ამოცანები არ არსებობს”, – ამბობს ივა კონტრიძე.
მას შემდეგ, რაც ახალი წელი განახლებული ბრენდინგით დაიწყო, კომპანიას სამომავლო გეგმებიც დასახული აქვს. ახლო პერსპექტივაში ის უცხოური ბაზრების უფრო ფართოდ ათვისებას, მეტი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას, თანმიმდევრულ მუშაობასა და ყველა ამბიციური გეგმის სისრულეში მოყვანას აპირებს.
[R]