in

როგორ შევამციროთ რისკები ახალი ბიზნესის წამოწყებისას?! – Mercado For Rent

BOG
BOG

ბიზნესის დიდი ნაწილი 5 წლიან ბარიერს ვერ ცდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ მათგანს კარგი სტარტი ჰქონდა. არგენტინაში 2015 წლის სექტემბრიდან გამოდის ჟურნალი Revista Mercado, რომელიც ბიზნესის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ჟურნალმა Mercado For Rent დაამატა განყოფილება, სადაც ბუენოს-აირესში ბიზნეს ფართების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. აქ უბნების მიხედვით გასაქირავებელი ფართებისა და უახლოეს მიდამოში მომხმარებლის მოთხოვნილების შესახებ არის ინფორმაცია. მინიშნებებია გასაქირავებელ ფართებზეც, მაგალითად: “უახლოეს კვარტალში არ არის სამრეცხაო”, ან “ამ უბანში არ არის სადღეღამისო აფთიაქი”. მსგავსი ინფორმაცია ბევრს დააფიქრებს და უბიძგებს, გადადგას სწორი ნაბიჯი თავისი ბიზნესის განვითარებისთვის, ან სულაც, ახალი ბიზნესი წამოიწყოს. ამ ინფორმაციის ფლობა ბევრ დამწყებ ბიზნესმენს გამოადგება.

 

 

ვიდეორგოლზე სააგენტო JWT, Buenos Aires-მა იმუშავა.

Samsung–ი ურბანული ფიტნესის მხარდასაჭერად – გაიცანით სერბეთის საუკეთესო მწვრთნელი

ლევან ლეფსვერიძე – #პირველისამსახური